ბლოგი

როგორ შევასრულოთ სწორად ფასადის თბოიზოლაცია

fasadis-tboizolacia

ფასადის თბოიზოლაცია ხელს უწყობს შენობაში არსებული სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას, გიზოგავთ მისი გათბობა-გაგრილებისთვის გაწეულ კომუნალურ ხარჯებს, გაცილებთ ნესტის პრობლემას, რაც საბოლოო ჯამში ზრდის თქვენი შენობის საექსპლუატაციო ხანგრძლივობას.

იმისათვის რომ შენობებში შენარჩუნებული იყოს ზამთარში სითბო, ხოლო ზაფხულში სიგრილე, საჭიროა ფასადის თბოიზოალციის სწორი შესრულება.

ფასადის თბოიზოლაციის სისტემა კი ასე გამოიყურება:

1. გარე კედელი

2. ნალესის შემავსებელი გრუნტი – გამოიყენება გარე კედლის დასამუშავებლად, მისი ზედაპირის გასამაგრებლად და კედლის შეწოვის უნარიანობის შემცირების მიზნით.

3. ფასადის წებო – გამოიყენება თბოსაიზოლაციო მასალების (ქვაბამბა, XPS, EPS) მისაწებებლად.

4. დამათბუნებელი მასალა ფასადის თბოიზოლაციისთვის შეიძლება გამოვიყენოთ:

  • ქვაბამბა: თბოსაიზოლაციო შრედ ქვაბამბის გამოყენებით დამატებით ვიღებთ, 1. ხანძარუსაფრთხოებას; 2. ხმის იზოლაციას – აკუსტიკურ კომფორტს; 3. „მსუნთქავ კედელს“
  • XPS იქს პი ესი: თბოსაიზოლაციო პროდუქტი, რომელიც დამზადებულია პოლისტიროლის ექსტრუზირების მეთოდით გაზისმაგვარი ორთქლწარმომქმნელისა და ტექნოლოგიური დანამატების დამატებით.
  • EPS პენოპლასტი: ექსპანდირებული პენოპოლისტიროლი (პენოპლასტი) თბოსაიზოლაციო მასალაა, რომლის შემადგენლობაში არსებული ჰაერი არ ატარებს სითბოს და ხელს უწყობს სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას სახლში ზამთარსა და ზაფხულში, რაც, ჯამში, ენერგოდანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

5. დუბელი – გამოიყენება თბოიზოლაციის ფილების დასაფიქსირებლად.

6. ფითხი – გამოიყენება თბოიზოლაციის ფილების გარედან დასამუშავებლად.

7. არმირებული მინაბოჭკოვანი ბადე – გამოიყენება ფითხის გასამყარებლად, კედელზე ნახეთქების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

8. გრუნტი – გამოიყენება ხდება საღებავის დატანამდე ფორების ამოსავსებლად.

9. დეკორატიული ფითხი – (მიუნხენი და ა.შ)  გამოიყენება ფასადის ზედაპირზე სხვადასხვა ფაქტურის მოსაწყობად, ძირითადი დანიშნულება ფასადის ვიზუალურად გალამაზებაა.

10. საღებავი – ფასადის საღებავი იცავს კედელს ნესტის შეღწევისგან, არის ატმოსფერული ნალექების მიმართ მედეგი.

11. პლასტმასის კუთხის პროფილი – იცავს ფასადის კუხეებს ნახეთქების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

12. სამონტაჟო ქაფი – გამოიყენება ფასადზე კარ-ფანჯრების და ჩარჩოების მონტაჟის დროს ნაკერების ამოსავსებად, საიზოლაციოდ და დასამაგრებლად.

სწორად შესრულებული ფასადის დათბუნება უზრუნველყოფს ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნებას.