კომპანიის შესახებ:

შპს „ჯი-არ-სი“ –  2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნესსექტორში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის უპირველესი პრიორიტეტებია ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა, რაც, მთლიანობაში, მის წარმატებას განაპირობებს.

გუნდი, რომელიც კომპანიის წინსვლის საფუძველია, კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან შედგება. „ჯი-არ-სი“ ყოველთვის მზად არის, თავის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე კადრები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

კომპანიის საქმიანობა:

კომპანია „ჯი-არ-სი“ ყველა ტიპის სამშენებლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
  • გადახურვის მასალები: მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფურცელი, გოფრირებული ფურცელი, ბრტყელი ფურცელი, მონოპანელი – დათბუნებული სახურავი, შინგლი, ბრტყელი გადახურვა, უნაკერო მემბრანები და სხვა
  • ენერგოეფექტურისამშენებლო მასალებიქაფპოლისტიროლის სენდვიჩპანელი, მინერალური ბამბის სენდვიჩპანელი, პოლიურეთანის სენდვიჩპანელი
  • ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი: ერთადერთი პროდუქტი მთელ რეგიონში, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერთიფიკატი
  • დამათბუნებელიდა ჰიდროსაიზოლაციო მასალები: არაალებადი EPS, XPS, მინერალური ბამბა, ქვის , დიფუზიური, სადრენაჟე და სინთეტიკური მემბრანები
  • სტრუქტურულირკინამართკუთხა მილი, მრგვალი მილი, კუთხოვანა, ფურცლოვანი ფოლადი, ორტესებრი კოჭი, შველერი
  • სამშენებლოქიმია: ბეტონის დანამატები, დასასხმელი იატაკები, წასასმელი ჰიდროიზოლაცია, პლასტიფიკატორები, საინექციო მასალები, აუზებისა და ფუნდამენტის ჰიდროსაიზოლაციო და სარემონტო მასალები.
  • თაბაშირმუყაო: თაბაშირმუყაოს ფილები, სალესი ფითხი, UD, CD, UW, CW, საკიდები;
  • აქსესუარები: ჭანჭიკები, წყალსაწრეტი სისტემები, საჰერმეტიზაციო ლენტები და სხვა.

მიუხედავად პროდუქციის კატეგორიების მრავალფეროვნებისა, კომპანია ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეს ქართულ ბაზარს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას.

GRC LLC – საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი:

კომპანია „ჯი-არ-სი“ არაერთი ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ესენია: BASF, Firestone, Ursa, Technonicol, Arcelormittal, SSAB, DONGBU და სხვა.

მნიშვნელოვანი მოვლენები:

  • 2003 წელს კომპანიამ სხვადასხვა ტიპის სახურავების, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალების რეალიზაციით დაიმკვიდრა ბაზარზე ადგილი;
  • 2009 წელს „ჯი-არ-სი“-მ შეიძინა ფინური მეტალოკრამიტის დანადგარი და დაიწყო სახურავის ხაზის წარმოება;
  • 2010 წელს „ჯი-არ-სი“-მ გააფართოვა საწარმოო ხაზი და შეიძინა პროფილირებული ფენილის დანადგარი;
  • 2010 წელს „ჯი-არ-სი“-მ დაიწყო გოფრირებული თუნუქის წარმოება;
  • 2011 წელს „ჯი-არ-სი“-მ განავითარა და გააფართოვა მეტალოკრამიტის წარმოება და მომხმარებელს შესთავაზა უნიკალური გადადებისა და ორმაგი საკეტის მქონე სახურავი (Twin Lock);
  • 2011 წელს კომპანიამ დაამატა ახალი პროფილირების დანადგარი და გააფართოვა პროფილირებული სახურავის ასორტიმენტი;
  • 2012 წელს გაიხსნა კომპანიის ფილიალი აჭარის რეგიონში, ბათუმში;
  • 2013 წელს „ჯი-არ-სი“-მ გახსნა ახალი სახურავის ქარხანა ფეიქართა ქუჩაზე;
  • 2014 წელს „ჯი-არ-სი“-მ დაიწყო თაბაშირმუყაოს UD, CD, UW, CW პროფილების წარმოება;
  • 2015 წელს „ჯი-არ-სი“-მ სახელმწიფო პროგრამის – „ – ფარგლებში ააშენა სენდვიჩპანელების და დამათბუნებელი მასალების მწარმოებელი ქარხანა რუსთავში;
  • 2017 წელს კომპანია სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ბენეფიციარი გახდა და არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმოს ასაშენებლად ქუთაისში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
  • 2019 წელს „ჯი-არ-სი“-მ გააფართოვა საწარმო ხაზი და გახსნა სტრუქტურული რკინის საწარმო რუსთავში.
  • 2020 წელს „ჯი-არ-სი“-მ დაიწყო ორმხრივად შეღებილი თუნუქის წყალსაწრეტი სისტემების წარმოება.

პარტნიორები