რა არის?
ექსტრუზირებული პოლისტიროლი Carbon ECO FAS თანაბრად განაწილებული, ჩაკეტილი დანაყოფების მქონე თბოსაიზოლაციო პროდუქტია, რომელსაც აქვს ორივე მხრიდან ფრეზირებული ზედაპირი.
რისთვის გამოიყენება?
„იქს პი ესი“ Carbon ECO FAS სპეციალურად შექმნილია მობათქაშებული ფასადებისათვის. გამოიყენება ასევე სხვა კონსტრუქციების დასათბუნებლად, როდესაც არის თბოიზოლაციის ფილის და საფუძვლის ადჰეზიისადმი მაღალი მოთხოვნა.
ტრანსპორტირება:
დასაშვებია „იქს პი ესი“ Carbon ECO FAS-ის ტრანსპორტირება ღია ავტოსატრანსპორტო საშუალებით არაუმეტეს 500 კმ მანძილზე.
შეფუთვა:
ფილები იფუთება ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგ თერმოსტაბილურ ფირში, რის შემდეგაც ხდება ფირის ნაკერების შედუღება და იტვირთება პალეტებზე. UJCN 26663 სტანდარტის შესაბამისად.
შენახვა:
შესაძლებელია „Carbon Eco Fas“-ის ფილების შენახვა ატმოსფერული ნალექებისგან დაცული ღია ფარდულის ქვეშ. ფარდულში დასაწყობების შემთხვევაში ფილები უნდა დალაგდეს პალეტებზე. ასევე შესაძლებელია Carbon ECO FAS-ის ფილების შენახვა ღია ტერიტორიაზე, სპეციალურ შეფუთვაში, რომელიც იცავს პროდუქციას ატმოსფერული ზემოქმედებისაგან.
კრიტერიუმი | ტესტ. მეთოდი | XPS კარბონ ეკო FAS |
დაწნეხვის სიმტკიცე, არანაკლები, MPa | ГОСТ 17177 | 150 |
თბოგამტარობა (25±5) OС, არაუმეტეს | ГОСТ 7076-99 | 0,030; 0,032; |
თბოგამტარობა საექსპლუატაციო პირობებში, არაუმეტეს | ГОСТ 7076-99 | 0,032 |
აალებადობის კლასი | ГОСТ 30244 | Г4/Г3 |
წყალშთანთქმა, არაუმეტეს, % | ГОСТ 15588 | 0.6 |
დრეკადობის კოეფიციენტი, MPa | – | 17 |
ორთქლგამტარობა (მგ/მ/სთ.პა) | ГОСТ 25898-83 | 0.014 |
თბომედეგობა | СП 23-101-2004 | 1.45 |
ღუნვის მაქს. ზღვარი, MPa | ГОСТ 17177 | 0.30 |
სიმკვრივე, არანაკლებ, კგ/მ3 | ГОСТ 17177 | 26-32 |
საექსპლუატაციო ტემპერატურა OС | СТО | -70 OС +75 OС |
სისქე | 20-100 მმ | ფარგლებში |
სიგრძე | 1180-1200 მმ | ფარგლებში |
სიგანე | 580-600 მმ | ფარგლებში |
სამუშაოთა წარმოება:
„იქს პი ესი“ Carbon ECO FAS-ის ფილები გამოყენებულ უნდა იქნეს არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად.