ახალი პროდუქტები

ვინილის საიდინგი – ახალი პროდუქტი “ჯი არ სი”-ში

vinilis_saidingi
✅ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი პროდუქტი – საიდინგის პანელები „ ჯი არ სი“-ში. პანელები მზადდება პოლივინილ ქლორიდის (PVC) საფუძველზე, სხვადასხვა დანამატებით. იგი არის არატოქსიკური, არააალებადი მასალა.
 

ვინილის საიდინგის მთავარი უპირატესობა მის სიმსუბუქეში მდგომარეობს, რაც ამარტივებს მონტაჟს და შენობის ფასადიც ზედმეტად არ იტვირთება. ინსტალაციის დროს კედელსა და ფასადს შორის კეთდება დაშორება, რაც ქმნის ვენტილირებად სივრცეს და ხდება მისი მუდმივი განიავება. სწორედ ეს იცავს კედელს ნესტისა და ობის გაჩენისგან.

საიდინგი არის მარტივად მოსავლელი, არ საჭიროებს სპეციალური ნივთიერებებით წმენდას და მდგრადია კოროზიისა და უხვი ნალექების მიმართ. ფასთან მიმართებაში აქვს მაღალი საექსპლუატაციო ვადა და არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა.

მისი გამოყენება შეგიძლიათ აგარაკებზე, დაბალსართულიან კოტეჯებზე და სამრეწველო კომერციულ ობიექტებზე.

„ჯი არ სი“ გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა  საიდინგის პანელებს!