რა არის დიფუზიური მემბრანა?
დიფუზიური მემბრანა არის ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება სახურავის და ვენტილირებადი ფასადის კონსტრუქციაში.
რატომ უნდა გამოვიყენოთ დიფუზიური მემბრანა სახურავში?
- ჰიდროიზოლაციისთვის
- თბოსაიზოლაციო მასალის ნესტისგან და სისველისგან დასაცავად
- ხის კარკასის მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად
- სახურავის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის
- შენობაში ჯანსაღი კლიმატის შესანარჩუნებლად
- ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად
- ქარისთვის დამატებითი ბარიერის შესაქმნელად
- მშენებლობის დროს სახურავის დაფარებამდე ნალექებისგან დროებით დასაცავად
რა არის ორთქლსაიზოლაციო ფირი?
ორთქლსაიზოლაციო ფირი არის გამჭვირვალე არმირებული ფირი, რომელიც იცავს სახურავის კონსტრუქციას შენობიდან შემავალი ორთქლისგან, ნესტისგან და უკონტროლო სითბოს დანაკარგისგან.