საძირკვლის ჰიდროიზოლაციის სისტემა გამოიყენება მიწისქვეშა ნაგებობების (პარკინგი, საძირკველი) ნესტისგან დასაცავად.
იმისათვის, რომ შენობების საძირკველი დაცული იყოს ნესტისა და სისველისგან საჭიროა საძირკვლის ჰიდროიზოლაციის სწორი შესრულება.
საძირკვლის ჰიდროიზოლაციის სისტემა:
- რკინა-ბეტონის კონსტრუქცია
- ბიტუმის პრაიმერი – გამოიყენება ჰიდროსაიზოლაციო მასალის ბეტონთან, ან რკინა-ბეტონთან, შეწებებისთვის.
- ბიტუმის რულონური მასალა: ბიკროსტი, ლინოკრომი, უნიფლექსი, ტექნოელასტი, გამოიყენება საძირკვლის ჰიდროიზოლაციისთვის. იგი იცავს შენობას ნესტისგან და საძირკველს გრონტოვანი წყლების შეღწევისგან.
- XPS ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი – თბოსაიზოლაციო მასალა
- სადრენაჟე მემბრანა: . სადრენაჟე მემბრანა გამოიყენება საძირკვლის იზოლაციის მოწყობისას, კერძოდ კი საძირკველზე ღორღის მიყრის დროს იცავს ჰიდროიზოლაციას დაზიანებისგან.
- ცივი ნაკერის ლენტი: გამოიყენება ცივი ნაკერის დასამუშავებლად
- ბეტონის ფილა
- ღორღის ფენა
- სადრენაჟე მილი
- წვრილი ფრაქციის ღორღი
- გრუნტი
სწორად შესრულებული საძირკვლის ჰიდროიზოლაცია იცავს შენობას ნესტისგან და საძირკველს გრონტოვანი წყლების შეღწევისგან.