პროდუქტის აღწერა:
EPS სახურავის სენდვიჩპანელი წარმოადგენს, მაღალი მედეგობის, დათბუნებულ სახურავის პანელს, რომელიც იწარმოება სხვადასხვა სისქის აფუებული პოლისტიროლის ფილაზე მეტალის ორმხირვი დატანით. მეტალის საფარი მედეგია გარემო კლიმატური პირობებისადმი (წვიმა, თოვლი, ქარი და ა.შ.) და ასევე გააჩნია დეკორატიული ფუნქცია.
გამოყენების არეალი:
- სასაწყობე მშენებლობა
- სამაცივრე კომპლექსების მშენებლობა
- დათბუნებული კონტეინერების წარმოება
- აუზები
- ანგარული ტიპის მშენებლობა
- ავტოფარეხები, ავტოსამრეცხაოები
სახურავის სენდვიჩპანელის პარამეტრები:
გარე კედლები | თუნუქი |
შემავსებელი მასალა | EPS |
კედლის სამუშაო სიგანე | 1.19 სმ |
სახურავის სამუშაო სიგანე | 1 მ |
მაქსიმალური სიგრძე | 13 მ |
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი | სისქეები (მმ) | გარე მეტალი (მმ) | შიდა მეტალი (მმ) | შემავსებლის სიმკვრივე (კგ/მ3) |
სახურავი | 50-150 | 0.45-0.55 | 0.45-0.55 | 20 |
უპირატესობები:
- არ აალებადი
- ეკონომიური – ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება არის უფრო დაბალი. მათ აქვთ უკვე დამუშავებული ზედაპირი, რომელიც არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც ასევე ამცირებს სამშენებლო ხარჯებს
- მსუბუქი – მონტაჟი არ საჭიროებს მძიმე მოწყობილობების გამოყენებას
- თბოიზოლაცია – გარე ლითონის ფენა გამოირჩევა ფასადის ფერის შენარჩუნების ხანგრძლივობით. დასხივების ინტენსიობა მცირდება, რაც შესაბამისად ხელს უწყობს შენობაში თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნებას.
- მოქნილი – შესაძლებელია ადგილიდან დემოტაჟი, მასალის გადატანა და ხელახალი ინსტალაცია
- ნესტგამძლე
- მაღალი სიმტკიცის
დანახარჯი:
სახურავის სენდვიჩპანელის დანახარჯი დამოკიდებულია კონსტრუქციის ტიპზე და იანგარიშება ინდივიდუალურად, შემსრულებლის ან/და კონსტრუქტორის მიერ.
შენახვა:
მონტაჟამდე აუცილებელია სენდვიჩპანელის დასაწყობება ჰორიზონტალურ ზედაპირზე, გარემო კლიმატური პირობებისაგან დაცულ საწყობში.