პროდუქტის აღწერა:
სახურავის სენდვიჩპანელი RW წარმოადგენს, მაღალი ცეცხლმედეგობის, დათბუნებულ პანელს, რომელიც იწარმოება თუნუქის 2 ფურცელს შორის მაღალი სიმკვირივის ქვაბამბის საიზოლაციო მასალის გამოყენებით. მეტალის საფარი მედეგია გარემო კლიმატური პირობებისადმი (წვიმა, თოვლი, ქარი და ა.შ.) და ასევე გააჩნია დეკორატიული ფუნქცია.
გამოყენების არეალი:
- სასაწყობე მშენებლობა
- სამაცივრე კომპლექსების მშენებლობა
- დათბუნებული კონტეინერების წარმოება
- აუზები
- ანგარული ტიპის მშენებლობა
- ავტოფარეხები, ავტოსამრეცხაოები
სახურავის სენდვიჩპანელის პარამეტრები:
გარე კედლები | თუნუქი |
შემავსებელი მასალა | ქვაბამბა |
კედლის სამუშაო სიგანე | 1.19 სმ |
სახურავის სამუშაო სიგანე | 1 მ |
მაქსიმალური სიგრძე | 12 მ |
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი | სისქეები (მმ) | გარე მეტალი (მმ) | შიდა მეტალი (მმ) | შემავსებლის სიმკვრივე (კგ/მ3) |
სახურავი | 50-150 | 0.45-0.55 | 0.45-0.55 | 130 |
უპირატესობები:
- გააჩნია ხმისა და თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი
- გამოირჩევა იდეალური დაცვით გარემო კლიმატურ პირობებთან მიმართებაში – ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას და ვიზუალს წლების განმავლობაში.
- არის წყალგაუმტარი
- ხანძარმედეგი
- მარტივად საინსტალაციო
- აქვს იდეალური სიმტკიცის მახასიათებლები
- თბომედეგი
დანახარჯი:
სახურავის სენდვიჩპანელის დანახარჯი დამოკიდებულია კონსტრუქციის ტიპზე და იანგარიშება ინდივიდუალურად, შემსრულებლის ან/და კონსტრუქტორის მიერ.
შენახვა:
მონტაჟამდე აუცილებელია სენდვიჩპანელის დასაწყობება ჰორიზონტალურ ზედაპირზე, გარემო კლიმატური პირობებისაგან დაცულ საწყობში.