ლაზერული ჭრა მეტალზე – (მეტალის ლაზერული ჭრა)
ლითონის ფურცელი
მართკუთხა მილი
მართკუთხა (კვადრატული) მილების ძირითადი ფიზიკური განმასხვავებელი ნიშნებია გვერდების ზომები და მასალის კედლის სისქე. ამ ძირითადი მახასიათებლების მიხედვით ხდება კონსტრუქციული მოთხოვნების შესაბამისი მასალების შერჩევა კონკრეტული მშენებლობის ფარგლებში. გამოიყენება როგორც კონსტრუქციის ძირითადი ნაწილისთვის, ასევე მის შემკვრელადაც.
მრგვალი მილი
მრგვალი მილი რამდენიმე სახისაა: სწორნაკერიანი, სპირალური და უნაკერო. კონკრეტული სახეობის მასალას თავისი უპირატესობა გააჩნია, რომლის მიხედვითაც ხდება მასალის შერჩევა პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ხშირ შემთხვევაში მრგვალი მილი გამოიყენება წყლის, გაზის და თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რომელთა სპეციფიკაციაც განსხვავებულია კონსტრუქციული მშენებლობაში გამოყენებადი მილებისაგან.
ორტესებრი კოჭი
მეტალის ორტესებრი კოჭი კონსტრუქციული მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციის სიმყარეს. არებობს სხვადასხვა სტანდარტის (ღეროსა და ფრთების პარამეტრების მიხედვით), ზომისა და მეტალის მარკის მასალები, რომელთა შერჩევაც მზიდი კონსტრუქციის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით უნდა მოხდეს.
Start typing to see products you are looking for.
