კომპანია ჯიარსის გაყიდვების გუნდი და მათი პარტნიორი აპლიკატორების ჯგუფი ერთობლივად ესწრებოდნენ ჯი არ სი-ს მიერ ორგანიზებულ ვორქშოფს, რომელიც მიეძღვნა MAPEFLOOR CPU+/MF სისტემას – პოლიურეთან-ცემენტზე დაფუძნებულ თვითგასწორებად იატაკის საფარს.
ვორქშოფი ჩაატარა MAPEI-ის ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა, რომელიც ონლაინ ჩაერთო და დეტალურად გაუზიარა დამსწრეებს პროდუქტის შესაძლებლობები, სწორი გამოყენების მეთოდები და საერთაშორისო პრაქტიკა.
პროდუქტის დანიშნულება:
MAPEFLOOR CPU+/MF განკუთვნილია ინდუსტრიული იატაკებისთვის, სადაც საჭიროა მაღალი მექანიკური სიმტკიცე, ქიმიური და თერმული მდგრადობა.
გამოყენების სფეროები:
- საკვები და სასმელი მრეწველობა (სამაცივრეები, სამზარეულოები)
- ფარმაცევტული და ქიმიური წარმოება
- ლოჯისტიკის და საწყობების იატაკები
- ადგილები, სადაც აუცილებელია ჰიგიენა და მარტივი გაწმენდა
- ღვინის ქარხანა
მასალის უპირატესობები:
- ძლიერი დაცვა ქიმიური ზემოქმედებისა და ტემპერატურული შოკებისგან
- სწრაფი გამაგრება და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა
- ადვილად წმენდადი, ჰიგიენური და მიკრობიოლოგიურად მდგრადი
- შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს (HACCP, LEED, EN სერტიფიკატები)
ვორქშოფზე დამსწრეებმა პრაქტიკულად იხილეს პროდუქტის თვისებები, განხილეს მისი უპირატესობები და სწორი გამოყენების მეთოდები.