🔷🔶 6 და 7 დეკემბერს, კომპანია “ჯი არ სი”-მ ექსკლუზიურ პარტნიორ, “მასტერ ბილდერს სოლუშენ”-თან ერთად, აპლიკატორთათვის გამართა ტრენინგ-სემინარი, რომლის ძირითადი მიზანი იყო თურქეთიდან მოწვეული დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ჰიდროსაიზოლაციო, იატაკის მოწყობის სისტემებისა და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების, შესახებ.
სემინარის პირველი დღე მოიცავდა თეორიულ ნაწილს და კითხვა პასუხის რეჟიმში აპლიკატორებმა მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბასფის სპეციალისტებისგან,
ხოლო სემინარის მეორე დღეს “ჯი არ სი”-ს ტერიტორიაზე ჩატარდა პრაქტიკული სწავლება.
“ჯი არ სი” ყოველთვის ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე!