ახალი პროდუქტები

ჩამკეტიანი ფურცლოვანი პროფილი – ახალი პროდუქტი „ჯი არ სი-ში“

chamketiani_furclovani_profili

✅თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი პროდუქტი – ჩამკეტიანი ფურცლოვანი პროფილი „ჯი არ სი“-ში. სახურავის და ფასადის  ახალი პროფილი იწარმოება თუნუქის ფურცლისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ნაკერით (ე.წ საკეტით). სწორედ ეს ნაკერი განაპირობებს უწყვეტი საფარის მიღებას ლითონის ფურცლებისგან.

ჩამკეტიანი ფურცლოვანი პროფილის მთავარი უპირატესობა ხელსაყრელ პარამეტრებში მდგომარეობს, რაც უზრუნველყოფს მისი მონტაჟის სიმარტივეს. მისი გამოყენება შესაძლებელია დაბალი დახრის კუთხის მქონე და არქიტექტურულად რთული კონსტრუქციის გადახურვის დროსაც კი.

ახალი პროფილის ჩამკეტები უზრუნველყოფენ მის ჰერმეტულობას, რაც ხელს უშლის სახურავსა და ფასადზე სინესტისა და წყლის წვეთების შეღწევას.

ვიზუალიდან და ესთეტიური სილამაზიდან გამომდინარე მისი გამოყენება შესაძლებელია სახლის ან სხვადასხვა შენობების ფასადებისა და სახურავებისთვის.

„ჯი არ სი“ გთავაზობთ ჩამკეტიანი ფურცლოვანი პროფილის ფერების ფართო არჩევანს.