იგი არის მაღალტექნოლოგიური კონსტუქციული მასალა და შედგება ორი მეტალის (ალუმინის) ფილის და მათ შორის მოთავსებული თერმოპლასტიკური შემავსებლისგან. მასალის ზედაპირი დამუშავებულია სპეციალური საღებავით, რომელიც იცავს მას მზის სხივების ზემოქმედებისა და ბუნებრივი ნალექებისგან.
ალუმინის კომპოზიტის უპირატესობებს წარმოადგენს მონტაჟის სიმარტივე, მისი სიმსუბუქიდან გამომდინარე, ასევე მდგრადობა გარემო ფაქტორების მიმართ. პანელის უპირატესობას წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი, რაც რთული არქიტექტურული შენობის შეფუთვას საკმაოდ ამარტივებს.
ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციული (ბანკები, მოლები, ჰიპერმარკეტები და ა.შ), ისე საკუთარი სახლებისა თუ ვილების გარე ფასადის მოსაპირკეთებლად. ასევე მას იყენებენ დროებითი საგამოფენო პავილიონების მოსაწყობად.
„ჯი არ სი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარსხის ალუმინის კომპოზიტურ პანელებს.