რა არის?
მასტერტოპ P677 ორკომპონენტიანი, ეპოქსიდის ფუძეზე დამზადებული დაბალი წებოვანების გრუნტია, რომელიც გამოიყენება მინერალური ზედაპირების (ბეტონი, ცემენტი და ა.შ.) დასამუშავებლად.
ჩამოტვირთვა
შეფუთვა:
მასტერტოპ P677 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
15კგ კომპლექტი
10.35 კგ ქილა Part A
4.65 კგ ქილა Part B
რისთვის გამოიყენება?
- შესაფერისი ოდენობა სილიკის ქვიშის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია მისი სარემონტო დუღაბად გამოყენება.
- გამოიყენება ზედაპირის დასაგლუვებლად ბიტუმის ჰიდროიზოლაციის აპლიკაციამდე.
- „მასტერტოპის“ სერიის ეპოქსიდისა და პოლიურეთანის იატაკების სისტემების გრუნტად
- „მასტერსილის“ პოლიურეთანის ჰიდროსაიზოლაციო სისტემის გრუნტა
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა –წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
უპირატესობები:
- მარტივი აპლიკაცია
- ნესტიანი ზედაპირებისადმი ტოლერანტული
- კაპილარულ ხვრელებსა და ბზარებში შეღწევის უნარი
- ცემენტოვან ზედაპირებთან იდეალური ადჰეზია
- ინარჩუნებს თვისებებს -20OС-იდან +50 OС-მდე ტემპერატურაზე
- არ შეიცავს გამხსნელებს
- შეესაბამება გერმანულ სამშენებლო სტანდარტებს
დანახარჯი:
დამოკიდებულია ზედაპირის ტიპსა და ფაქტურაზე, სტანდარტული დანახარჯი 0.3-0.5 კგ/მ2
მახასიათებლები |
|
მასტერტოპ P677 Part A | ეპოქსიდის ფისი |
მასტერტოპ P677 Part B | ეპოქსიდის გამამყარებელი |
სიმკვრივე | 1.089 კგ/ლიტრი |
სიმტკიცე | 48-53 მპა |
წერტილოვანი სიმტკიცე | 50 ნ/მმ2 |
ღუნვისადმი მედეგობა | 20 ნ/მმ2 |
ადჰეზია | > 2.00 ნ/მმ2 |
გამოყენების ტემპერატურა | +8 OС +30 OС |
სამუშაო დრო | 20 წუთი |
შესაძლებელია გავლა | 8 საათი |
სრული შრობა | 7 დღე |