დასახელება: შპს ჯი არ სი
საიდენტიფიკაციო კოდი: 205017578
მისამართი: თბილისი, ფეიქართა ქუჩა 14გ
ტელ.: 2209900
ელ. ფოსტა: info@grc.ge
ვებ–გვერდი: www.grc.ge
ზოგადი პირობები
- ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც განთავსებულია სარეალიზაციო სივრცეში, ადევს სარეალიზაციო ფასი.
- პროდუქციის ან კონკრეტული სერვისის შეძენისას ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით და ასევე ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
- კომპანიაში მოქმედებს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის განვადების სერვისი.
- პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მომხმარებელმა ვერ შეძლოს მისი გატანა კონკრეტული შესყიდვის ლოკაციიდან/ფილიალიდან (ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში), რომელთან დაკავშირებითაც მის ინფორმირებას პროდუქციის შეძენამდე, ახდენს გაყიდვების წარმომადგენელი, თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელს პროდუქცია გააქვს ცენტრალური საწყობიდან.
- პროდუქციის გატანისას, მომხმარებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ახდენს მის ვიზუალურ დათვალიერებას და ხელმოწერით ადასტურებს პროდუქტის მთლიანობას და იმას, რომ პროდუქტს არ გააჩნია ვიზუალური წუნი/დეფექტი.
- შეძენილი პროდუქტის კომპანიის სერვისით მიწოდების უზრუნველყოფა ხდება მომხმარებლის მიერ მოწოდებულ მისამართზე და არ მოიცავს ჩამოტვირთვის, გადატვირთვის ან სართულზე ატანის ვალდებულებას.
კომპანიის ვალდებულებები
- კომპანია ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშის ჰქონდა.
- კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
- თუ მომხმარებელი კომპანიას არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონელად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
კანონისმიერი გარანტია
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება:
- ამოიწურა ტექნიკის კანონისმიერი საგარანტიო ვადა.
- მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
- გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
- დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით.
- დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით.
- დაზიანება გამოწვეულია გარეშე პირების მიერ ჩატარებული სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოებით.
- დაზიანება გამოწვეულია, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი ცვეთის გამო.
საგარანტიო მომსახურების მისაღებად სავალდებულოა გაითვალისწინოთ:
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია, გადასცეს დაზიანებული პროდუქცია კომპანიას.
- დაზიანებული ნივთის შეცვლისას, თუ მომხმარებლმა კომპანიის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომლის გადაცემაც მოხდა.
- ნივთის შეცვლისას იგი იცვლება იგივე ნივთში. კომპანიას უფლება აქვს ნივთი შეცვალოს შესყიდული ნივთის განახლებული ვერსიით.
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა ხორციელდება პროდუქციის გადაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
- იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ან მისი ნაწილი გამოსაწერია/ჩამოსატანია უცხოეთიდან, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
- საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც ადგილზე, ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: grc.ge
მიწოდების სერვისი
- კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიწოდების სერვისს საქონლის შეძენიდან 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- პროდუქციის მიწოდება ხდება იმ მისამართზე, რომელსაც მომხმარებელი შეკვეთის განხორციელებისას მიუთითებს.
- მიწოდების სერვისის საფასურის გადახდა მომხმარებლის მიერ ხდება წინასწარ, პროდუქციის მიწოდებამდე, თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს.
- მიწოდება ხდება 09:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს.
- მომხმარებელს სატელეფონო ზარის საშუალებით, მიწოდების ზუსტი თარიღი ეცნობება პროდუქციის შეძენისას და ზუსტი დრო ეცნობება პროდუქციის მისამართზე მიტანამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.
- იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი შეთანხმებულ დროს არ დახვდა კურიერს და შენაძენი ამ მიზეზით ვერ ჩაიბარა, განმეორებითი მიტანა ანაზღაურდება ხელახლა.
- მომხმარებლის მიერ არასრული საკონტაქტო ინფორმაციის და არაზუსტი მისამართის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში შეკვეთილი ნივთის მიწოდება შესაძლებელია დაზუსტებულ მისამართზე განხორციელდეს განმეორებით, თუ მომხმარებელი ადგილზე ნივთის მიტანისას, დამატებით გადაიხდის მიტანის საფასურს.
- მიწოდების ფასის შესახებ მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის განთავსებამდე.
- მომხმარებელი უფლებამოსილია არ ისარგებლოს მიტანის სერვისით და თავად გაიტანოს შეძენილი ნივთი კომპანიის რომელიმე ფილიალიდან ან საწყობიდან.
პროდუქციის ფილიალიდან გატანა:
- ფილიალში სპეც-შეკვეთით დამზადებული პროდუქციის (მაგ.: სახურავი, ავზი და ა.შ.) გატანა შესაძლებელია 3-დან 7 სამუშაო დღის განმავლობაში (რომელიც შეკვეთის გაფორმებამდე კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლის მიერ თანხმდება მომხმარებელთან), თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს.
- ადგილზე შეძენილი პროდუქციის გატანა შესაძლებელია შეძენისთანავე.
- ფილიალიდან პროდუქციის გატანისას მომხმარებელი ახდენს მის ვიზუალურ შემოწმებას, კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით და ხელმოწერით ადასტურებს, რომ ნივთს არ გააჩნია ვიზუალური ნაკლი.
საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი
გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
წესები და პირობები შედგენილია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნული კანონმდებლობით გარანტირებულ მომხმარებლის არცერთ უფლებას.