განხორციელებული პროექტები

"ჯი არ სი" სამშენებლო ბაზარზე პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ჩვენს მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციით მრავალი სხვადასხვა სირთულის არქიტექტურული პროექტია შექმნილი.
ყავის ქარხანა „მეამა“ ერთ-ერთი გამორჩეულად დახვეწილი არქიტექტურული პროექტია, 2020 წელს შენობამ საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer.A + Awards სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, "მეამას" მწვანე გადახურვის პროექტი, „ჯი არ სი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციით, კერძოდ კი ამერიკული ბრენდის, “FIRESTONE” მასალებით განხორცილდა.

სწორედ მწვანე ფასადია "მეამას" გამორჩეულობის მთავარი განმაპირობებელი - ყავის საწარმო პირველი შენობაა საქართველოში, რომლის სახურავიც მთლიანადაა დაფარული ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მცენარეული საფარით.

გამოყენებული პროდუქცია:
ჰჰიდროსაიზოლაციო ფენა - „FireStone „ბრენდის EPDM მემბრანა
სადრენაჟე მემბრანა
გეოტექსტილი
გეობადე
სუფსტრატი
ველნეს კურორტი „ბიოლი“ ორიგინალური გადაწყვეტის მქონე არქიტექტურული პროექტია, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა არასტადარტული ფორმის შენობა და მწვანე გადახურვაა, რომელიც იდეალურად ერწყმის კოჯრის მწვანე გარემოს.

მწვანე გადახურვის მასალები მიწოდებულია „ჯი არ სი“-ს მიერ, გამოყენებულია ამერიკული ბრენდის „FIRESTONE”-ს მასალები.

გამოყენებული პროდუქცია:
ჰიდროსაიზოლაციო ფენა - „FireStone „ბრენდის EPDM მემბრანა
სადრენაჟე მემბრანა
გეოტექსტილი
გეობადე
სუფსტრატი