პროდუქტის აღწერა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი W23, არის 23მმ-იანი სიმაღლის ღარის მქონე პროფილირებული სახურავი, რომლის ზედაპირი დაფარულია მოთუთიების ფენითა და პოლიესტერის (პრიალა) საღებავით. თუნუქის ნედლეული მზადდება კორეაში, ხოლო დაპროფილება იწარმოება საქართველოში.
გამოყენების არეალი:
- ქანობიანი გადახურვა
 - მანსარდული გადახურვა
 - კერძო და სამოქალაქო მშენებლობა
 - სკოლების, ბაღების და სამედიცინო დაწესებულებების გადახურვა
 
ტექნიკური მახასიათებლები:
| პროფილი | პროფნასტილი W23 | 
| სრული სიგანე (მმ) | 1110 | 
| სამუშაო სიგანე (მმ) | 1050 | 
| მაქსიმალური სიგრძე (მმ) | 32000 | 
| პროფილის სიმაღლე (მმ) | 23 | 
| ფერი | RAL 3005 (შინდისფერი); | 
| სისქე (მმ) | 0.45 | 
| ზედაპირის დაფარვა | პრიალა | 
| ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა | კორეა | 
უპირატესობები:
- ექსპლუატაციის ვადა 40 წელი
 - ფერების მრავალფეროვნება
 - დამზადების უმოკლესი დრო
 
დანახარჯი:
პროფილირებულ თუნუქის სახურავს გააჩნია არასტანდარტული დანახარჯი, მისი დაანგარიშება ხდება სახურავის აპლიკატორის მიერ.
შენახვა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი უნდა დასაწყობდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ, ატმოსფერული ნალექისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ საწყობში.
* ევროპული სტანდარტის წარმოება „ჯი არ სი“-სგან.
	
	



								
								
	
	
	