პროდუქტის აღწერა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი W20, არის 20მმ-იანი სიმაღლის ღარის მქონე პროფილირებული სახურავი, რომლის ზედაპირი დაფარულია მოთუთიების ფენითა და პოლიესტერის (პრიალა) საღებავით. თუნუქის ნედლეული მზადდება ჩინეთში, ხოლო დაპროფილება იწარმოება აქართველოში.
გამოყენების არეალი:
- ქანობიანი გადახურვა
 - მანსარდული გადახურვა
 - კერძო და სამოქალაქო მშენებლობა
 - სკოლების, ბაღების და სამედიცინო დაწესებულებების გადახურვა
 
ტექნიკური მახასიათებლები:
| პროფილი | პროფნასტილი W20 | 
| სრული სიგანე (მმ) | 1140 | 
| სამუშაო სიგანე (მმ) | 1100 | 
| მაქსიმალური სიგრძე (მმ) | 32000 | 
| პროფილის სიმაღლე (მმ) | 20 | 
| ფერი | RAL 9003 (თეთრი) | 
| სისქე (მმ) | 0.45 | 
| ზედაპირის დაფარვა | პრიალა | 
| ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი | 
უპირატესობები:
- ექსპლუატაციის ვადა 20 წელი.
 - ფერების მრავალფეროვნება
 - დამზადების უმოკლესი დრო
 
დანახარჯი:
პროფილირებულ თუნუქის სახურავს გააჩნია არასტანდარტული დანახარჯი, მისი დაანგარიშება ხდება სახურავის აპლიკატორის მიერ.
შენახვა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი უნდა დასაწყობდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ, ატმოსფერული ნალექისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ საწყობში.
* ევროპული სტანდარტის წარმოება „ჯი არ სი“-სგან.
	
	



								
								
	
	
	