რა არის?
მასტერტაილ FLX22 წარმოადგენს წებოცემენტს კერამიკული, გრანიტის, მარმარილოს ფილებისა და შუშის მოზაიკისათვის, ცემენტის ფუძეზე, რომელიც ხასიათდება მაღალი წარმადობითა და მაღალი სტაბილურობით.
შეესაბამება EN 12004-C2T სტანდარტს.
C2 – წებოცემენტები ცემენტის ფუძეზე გაუმჯობესებული მახასიათებლებით
T – შემცირებული ჩამოცურებით
შეფუთვა:
25კგ პოლიეთილენით არმირებული ტომარა
რისთვის გამოიყენება?
- შიდა და გარე სივრცეებისთვის
- ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაცია
- კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის, შუშის მოზაიკისა და ნატურალური ქვის შესაწებებლად ცემენტოვან ზედაპირებზე, რომლებიც განიცდიან ტემპერატურულ ცვალებადობას
- კედლისა და იატაკის ფილებისათვის ცივ საცავებში
- კერამიკისა და გრანიტის აპლიკაციისა და შეკეთების სამუშაოებისთვის შენობების ექსტერიერში, კერამიკული ფილის დასაწებებლად ძველ კერამიკულ ფილაზე.
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
უპირატესობები:
- მარტივი მომზადება
- მარტივი აპლიკაცია
- დიდი საექსპლუატაციო ვადა
- მედეგია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისადმი
- ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგი
დანახარჯი:
წებოცემენტად გამოყენებისას 1მმ სისქის მისაღებად საჭიროა 1.33 კგ/მ2 -ზე.
შემადგენლობა | მინერალური შემავსებლები და სინთეტიკური დანამატები, ფხვნილოვანი პოლიმერები და სპეცცემენტი |
ფერი | ნაცრისფერი-თეთრი |
ღუნვისადმი მედეგობა | ≥ 1.00 ნ/მმ2 (28 დღე) |
სამუშაო ტემპერატურა | -40 OС +80 OС |
აპლიკაციის ტემპერატურა | +5OС +25 OС |
სისქე მინ./მაქს. | 3/8მმ |
მზაობის პერიოდი | 3-5 წუთი |
გამოყენების პერიოდი | საათი |
შესაძლოა გადაადგილება | 20 წუთი |
ჩაზნექვა | არა |
მოძრაობის შესაძლებლობა | ≥20 წუთი |
შესაძლებელია გავლა | 24 საათი |
შესაძლებელია ტრანსპორტის გადაადგილება | 3 დღე |