რა არის?
მასტერსილ 589 ორკომპონენტიანი ელასტიკური ჰიდროსაიზოლაციო მასალაა აკრილ-ცემენტის ფუძეზე, რომელიც გამოიყენება ბეტონისა და სხვა ცემენტოვანი ფუძის კონსტრუქციების ჰიდროსაიზოლაციოდ, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მხრიდან.
შეესაბამება EN 1504-2 სტანდარტს
შეესაბამება EN 14891 სტანდარტს
რისთვის გამოიყენება?
- შიდა და გარე ზედაპირებზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისათვის
- ჰიდროიზოლაციად წყლის შემაკავებელი ბეტონის კონსტრუქციებში
- საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ტერასების ჰიდროსაიზოლაციოდ
- სველი წერტილების ჰიდროსაიზოლაციოდ
- საცურაო აუზების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ბეტონის ზედაპირის დაცვა კარბონაციისა და ქლორისაგან
- საუნების, სპას, ჰამამის ჰიდროიზოლაციისთვის
შეფუთვა:
მასტერსილ 589 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
25 კგ ფხვნილი, პოლიეთილენით არმირებული ტომარა Part A
10 კგ სითხე, სათლი Part B
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. მასტერსილ 589 იყინება 0 OС-ზე დაბალ ტემპერატურაზე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვაში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
უპირატესობები:
- ორთქლგაუმტარი
- მეტად ცვეთაგამძლე ფეხით სასიარულო ზედაპირებისათვის
- კარბონის დიოქსიდისა და ქლორის იონებისადმი მედეგი
- მაღალი შეჭიდება ზედაპირზე
- მარტივი და სწრაფი აპლიკაცია
- ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგი
- გამოსადეგი სასმელი წყლის რეზერვუარებში
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა
- თეთრი ფერი უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას
დანახარჯი:
პირველი ფენა: 1,5 კგ/მ2 ნაზავი
მეორე ფენა: 1,3 კგ/მ2 ნაზავი
შემადგენლობა |
|
მასტერსილ 589 Part A | პოლიმერული შემავსებელი, დანამატები და სპეცცემენტი |
მასტერსილ 589 Part B | კოპოლიმერული აკრილი |
ფერი | თეთრი და ნაცრისფერი |
შეჭიდება ზედაპირთან | ≥ 1,0 ნ/მმ2 (28 დღეზე) |
წყლის შეღწევადობა | 1 ატმოსფერო ნეგატიური; 1,5 ატმოსფერო პოზიტიური |
კაპილარული შეწოვა | ≤0,1 გრ (4 საათის შემდგომ) |
აპლიკაციის ტემპერატურა | +5 °C +30 °C |
სამუშაო ტემპერატურა | -20 °C +80 °C |
ზედაპირული შრობის დრო | 3-5 წუთი |