რა არის?
მასტერსეტ FZP3000 რეაქციის დამაჩქარებელი/პლასტიფიკატორი (ანტიფრიზი) ბეტონის დანამატია პოლინაფტალინის სულფონატისა და ნიტრატის მარილების ფუძეზე; ხელსაყრელია ცივ კლიმატურ პირობებში გამოყენებისათვის. იგი აჩქარებს ბეტონში მიმდინარე რეაქციას და ხელს უწყობს ნაადრევი სიმტკიცის აღებას ცემენტსა და წყალს შორის რეაქციის დაჩქარების ხარჯზე, განსაკუთრებით, ბეტონის ჩასხმის მომენტში.
შეფუთვა:
30კგ ქილა
230კგ კასრი
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
- ბეტონის ჩასხმისას ცივ კლიმატურ პირობებში, როდესაც ნაადრევი ბეტონის სიმტკიცე მნიშვნელოვანია
- მზა ბეტონის ჩასხმისას
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +30 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით, ამცირებს ბეტონის ჯდომის საწყისსა და საბოლოო დროს
- საწყისი სიმტკიცის გაზრდის ხარჯზე იცავს ბეტონს ყინვის ეფექტისაგან
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- სხვა დანამატებთან თავსებადობის დასადგენად მიმართეთ BASF-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას.
დანახარჯი:
მასტერსეტ FZP1-ს რეკომენდებული დოზირებაა 1.0-2.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.), რათა მოხდეს რეაქციის დაჩქარება TS EN 934-2 სტანდარტის შესაბამისად. ძალიან ცივ კლიმატურ პირობებში დოზირება შესაძლოა გაიზარდოს 5კგ-მდე ყოველ 100კგ შემკვრელზე. ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები | |
შემადგენლობა | პოლინაფტალინის სულფონატი და ნიტრატის მარილი |
ფერი | ყავისფერი |
სიმკვრივე | 1.07-1.11 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <10 |