რა არის?
მასტერგლენიუმ 51 მაღალი დონის წყლის შემამცირებელი, ნაადრევი და საბოლოო სიმტკიცის გასაზრდელი ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატია პოლიკარბოქსილატის ფისის ფუძეზე; შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის და ხელსაყრელია წარმადობის სრული კონტროლისთვის.
შეფუთვა:
30კგ ქილა
220კგ კასრი
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- თვითმტკიცებადი და თვითდაჯენადი ბეტონის წარმოებისას
- რეოდინამიური ბეტონის წარმოებისას
- როდესაც 18-24 საათში 28 დღის სიმტკიცის ბეტონის მიღება მოითხოვება
- რედიმიქს ბეტონის წარმოებისას
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +35 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- აძლიერებს ბეტონის საწყის და საბოლოო სიმტკიცეს, ზრდის ადჰეზიას რკინასთან და წყალშეუღწევადობას სხვა ტრადიციულ სუპერპლასტიფიკატორებთან შედარებით
- ზრდის ბეტონის მექანიკურ მახასიათებლებს, როგორებიცაა: კარბონიზაცია, ქლორიდებისადმი მედეგობა, აგრესიული ქიმიკატებისადმი მედეგობა, მოცულობის შემცირება და ა.შ.
- ამცირებს ყალიბიდან ამოღების დროს
- ზრდის ბეტონის ცვეთამედეგობას სეგრეგაციის შემცირების ხარჯზე
- ამცირებს დეკორატიული საფარის აპლიკაციის დროს სეგრეგაციის შემცირების ხარჯზე
- ზრდის ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
- შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ცემენტთან
- უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერ დროს
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
- გამოყენებადია მხოლოდ +15OС-ზე დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც ყალიბიდან ამოღება დაგეგმილია 18-24 საათში
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
- თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
- თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
- თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწრაფი აორთქლებისაგან
დანახარჯი:
მასტერგლენიუმ 51-ის რეკომენდებული დოზირება არის 0.5-1.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები | |
შემადგენლობა | პოლიკარბოქსილატის ფისი |
ფერი | ბლანტი |
სიმკვრივე | 1.082-1.142 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <3 |