რა არის?
მასტერფინიშ RL 300 მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული არატოქსიკური, ბიოდეგრადირებადი საყალიბე ცხიმია ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისათვის, რომელიც გამოიყენება ხისა და მეტალის საყალიბე სისტემებთან და აადვილებს ყალიბის მოხსნას, განსაკუთრებით ესთეტიკური ზედაპირის მოთხოვნის შემთხვევაში.
შეფუთვა:
180 კგ კასრი
რისთვის გამოიყენება?
- ხის, ლამინირებული და მეტალის საყალიბე სისტემებში
- მზა და დეკორატიული სპეცბეტონის აპლიკაციისთვის
- თეთრი და ფერადი ბეტონის აპლიკაციისთვის
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 24 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, მშრალ და ყინვისაგან დაცულ, დახურულ შენობაში.
უპირატესობები:
- აადვილებს საყალიბე სისტემის მოხსნას
- მარტივი აპლიკაცია
- გამოყენებისათვის მზა
- ამცირებს საყალიბე და მუშახელის დანახარჯს
- ადვილად იწმინდება ბეტონის ზედაპირებზე
- უზრუნველყოფს ესთეტიკური ზედაპირის მქონე ბეტონის წარმოებას
- არ ტოვებს ლაქებს ბეტონის ზედაპირებზე
- ამცირებს საყალიბე ფორმის კოროზიულობის რისკს
- ახანგრძლივებს საყალიბე სისტემის ექსპლუატაციის ვადას
- ეკოლოგიურად სუფთა
დანახარჯები:
1 ლიტრი მასტერფინიშ RL300 ლილვაკით აპლიკაციისას ფარავს 25მ2-ს, დანადგარით მისხურებისას კი – 60მ2-ს.
მახასიათებლები: | |
შემადგენლობა | მცენარეული ზეთი |
ფერი | ყავისფერი |
სიმკვრივე | 0.89-0.91 კგ/ლიტრი |