რა არის?
მასტერფინიშ 257P საყალიბე ცხიმია მცენარეული ზეთის ფუძეზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისათვის; გამოიყენება ხისა და მეტალის საყალიბე სისტემებთან და აადვილებს ყალიბის მოხსნას, განსაკუთრებით, ესთეტიკური ზედაპირის მოთხოვნის შემთხვევაში.
შეფუთვა:
210 ლიტრი კასრი
რისთვის გამოიყენება?
- ხის, ლამინირებული და მეტალის საყალიბე სისტემებში
- მზა და დეკორატიული სპეცბეტონის აპლიკაციისას
- თეთრი და ფერადი ბეტონის აპლიკაციისას
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 24 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, მშრალ დახურულ შენობაში.
უპირატესობები:
- აადვილებს საყალიბე სისტემის მოხსნას
- უზრუნველყოფს ესთეტიკური ზედაპირის მქონე ბეტონის წარმოებას
- არ ტოვებს ლაქებს ბეტონის ზედაპირებზე
- ამცირებს საყალიბე ფორმის კოროზიის რისკს
- ახანგრძლივებს საყალიბე სისტემის ექსპლუატაციის ვადას
- ეკოლოგიურად სუფთა
დანახარჯები:
1 ლიტრი მასტერფინიშ 235JE ლილვაკით აპლიკაციისას ფარავს 30მ2-ს, დანადგარით მისხურებისას კი – 50მ2-ს.
მახასიათებლები: | |
შემადგენლობა | მცენარეული ზეთი |
ფერი | გამჭვირვალე თეთრი |
სიმკვრივე | 0.9-1.00 კგ/ლიტრი |
მჟავიანობა | 6.5-7.5 |