პროდუქტის აღწერა:
არმატურა არის ფოლადის ღეროვანი პროფილი, რომელიც კონსტრუქციული მოთხოვნების შესაბამისი განლაგებითა და რაოდენობით, არის განთავსებული ბეტონის მასაში.
არმატურის ძირითადი დანიშნულებაა რკინაბეტონის კონსტრუქციის წინასწარ განსაზღვრული მზიდი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
გამოყენების არეალი:
- შენობა-ნაგებობების, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა
- გვირაბების და ხიდების არმირება
- ინდუსტრიული იატაკების და მაღალი დატვირთვის პარკინგების მოწყობა
- ბეტონის ავტომაგისტრალების მოწყობა
ტექნიკური მახასიათებლები:
ხარისხის მაჩვენებელი | ბრიტანული სტანდარტი B500B; B500C |
დიამეტრი (მმ) | 8; 10; 12; 14; 16; 18; 20; 22; 25; 28; 32 |
სიგრძე (მ) | ≥ 12 |
უპირატესობები:
- სიმტკიცე და ჭიმვადობა დადასტურებული ბრიტანული სტანდარტი
- ზომების შეუზღუდავი არჩევანი
- ზომებად დაჭრის სერვისი
„ჯი არ სი“-ს ასორტიმენტში წარმოდგენილია რეგიონის მასშტაბით ყველა მსხვილი მწარმოებლის მიერ წარმოებული პროდუქცია.