პროდუქტის აღწერა:
ალუმინის კომპოზიტური პანელი (ალუმინის კომპოზიტი), მეორე სახელწოდებით „ალუკაბონდი“, არის მაღალტექნოლოგიური კონსტრუქციული მასალა. იგი შედგება 2 მეტალის (ალუმინი) ფილის და მათ შორის მოთავსებული თერმოპლასტიკური შემავსებლისგან. მასალის ზედაპირის ფენის საფარი დამუშავებულია სპეციალური ლაქით რომელიც მას იცავს მზის სხივების ზემოქმედებისა და ბუნებრივი ნალექებისგან.
გთავაზობთ კომპოზიტური პანელის ფერებისა და ფაქტურების მრავალფეროვან არჩევანს: კერძოდ, RAL ფერებში, ხის სხვადასხვა ფაქტურებში და მეტალის იმიტაციებით – როგორიცაა სპილენძი, ვერცხლი, ოქრო და ა.შ.
უპირატესობები:
- არის მტკიცე, გამძლე და მსუბუქი მასალა;
- მდგრადია გარემო პირობების – ყინვის, წვიმის, ქარის და სიცხის მიმართ;
- აქვს ესთეტიკური და გლუვი სტრუქტურა;
- ადვილია სამონტაჟოდ და მოსავლელად;
- სპეციალური ლაქით დამუშავებული ზედაპირი პანელს იცავს მზის სხივების ზემოქმედებისა და ბუნებრივი ნალექებისგან;
- ალუმინის კომპოზიტურ პანელზე შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის მიცემა რაც რთული არქიტექურული შენობის შეფუთვას საგრძნობლად ამარტივებს როგოც პროექტირების ასევე დროის მხრივ.
გამოყენების არეალი:
- ალუმინის კომპოზიტური პანელი ძირითადად გამოიყენება როგორც კომერციული დანიშნულების (მოლები, ბანკები, ჰიპერმარკეტები და ა.შ) ისე საკუთარი (ვილები, კოტეჯები, სახლები და ა.შ) შენობა-ნაგებობების გარე ფასადის მოსაპირკეთებლად;
- სარეკლამო კონკსტრუქციებში;
- დროებითი საგამოფენო პავილიონების მოსაწყობად;
ტექნიკური მახასიათებლები:
ალუმინის კომპოზიტური პანელის ზომები | |
სტანდარტული პანელის ზომები | 1250მმ x 3200მმ |
პანელის სისქე | 3მმ; 4მმ; 5მმ; 6მმ |
პანელის მაქსიმალური სიგრძე | 6000მმ |
პანელის სიგანე | 1000მმ; 1250მმ; 1500მმ |
ალუმინის კომპოზიტური პანელის დაშვებები | |
პანელის სისქე | ±0.2მმ |
პანელის სიგრძე | -0 მმ / +4 მმ |
პანელის სიგანე | -0 მმ / +2 მმ |
განსხვავება დიაგონალზე | 3 მმ (მაქსიმალური) |
ალუმინის კომპოზიტური პანელის წონა | |
3 მმ-იანი პანელის სისქე | 4,60 კგ/მ2 |
4 მმ-იანი პანელის სისქე | 5,50 კგ/მ2 |
5 მმ-იანი პანელის სისქე | 6,40 კგ/მ2 |
6 მმ-იანი პანელის სისქე | 7,30 კგ/მ2 |