რა არის?
უნიფლექს ვენტი – წარმოადგენს ბიტუმ-პოლიმერულ რულონურ ჰიდროიზოლაციას, რომლის დატანაც ხდება დადუღების მეთოდით. იგი მიიღება პოლიესტერის საფუძველზე ორმხრივი ბიტუმ-პოლიმერული SBS (სტიროლ-ბუტადიენ-სტიროლი) შემავსებლისა და დამცავი შრეების დატანით. დამცავი შრეებად გამოყენებულია ცალი მხრიდან მსხვილმარცვლოვანი ქვიშა და მეორე მხრიდან განიავებადი ზედაპირი. ვენტილაციის უნარის მქონე ზედაპირს გააჩნია ბიტუმ-პოლიმერული ღარები, რომელთა შორის სიცარიელეები შევსებულია წვრილმარცვლოვანი ქვიშით და ზედაპირი დაფარულია პოლიმერული ფირით.
გამოყენების არეალის და დამცავი შრეების მიხედვით იწარმოება უნიფლექს ვენტის ორი ტიპი:
უნიფლექს ვენტი „ეკვ“ – მსხვილმარცვლოვანი, დამცავი ქვიშის საფარით ერთი მხრიდან და ვენტილირებადი ზედაპირით მეორე მხრიდან. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის შრის შესაკეთებლად, ძველი ჰიდროიზოლაციის შრის დემონტაჟის გარეშე.
უნიფლექს ვენტი „ეპვ“ – პოლიმერული დამცავი ფირით ერთი მხრიდან და განიავებადი ზედაპირით მეორე მხრიდან. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის პირველ ფენად მრავალშრიან ჰიდროსაიზოლაციო სისტემაში და ჰიდროიზოლაციის შრის შესაკეთებლად, ძველი ჰიდროიზოლაციის შრის დემონტაჟის გარეშე.
რისთვის გამოიყენება?
განკუთვნილია შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის. გამოიყენება „სუნთქვად“ სახურავებში. განიავებადი ზედაპირი აღმოფხვრის სახურავის ორთქლგაუმტარობის პრობლემას.
შენახვის პირობები:
პროდუქციის რულონები უნდა ინახებოდეს დახურულ, მშრალ შენობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ერთ
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მოცემული ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
შეფუთვა:
პროდუქციის რულონები განლაგებულია პალეტებზე, შეფუთულია თერმოგამძლე თეთრი ფირით.
სამუშაოთა წარმოება:
კომპანია „ტექნონიკოლის“ სახელმძღვანელოს შესაბამისად, „სუნთქვადი“ სახურავების პროექტირებისა და მოწყობისათვის ბიტუმის პროდუქციის გამოყენებით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში СНиП 23-01 შესაბამისად.