რა არის?
ტექნოელასტი წარმოადგენს ბიტუმ-პოლიმერულ რულონურ ჰიდროიზოლაციას, რომლის დატანაც ხდება დადუღების მეთოდით. იგი მიიღება მინაქსოვილის ან პოლიესტერის საფუძველზე ორმხრივი ბიტუმ-პოლიმერული SBS (სტიროლ-ბუტადიენ-სტიროლი) შემავსებლისა და დამცავი შრეების დატანით. დამცავ შრეებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსხვილმარცვლოვანი ან წვრილმარცვლოვანი ქვიშა და დამცავი პოლიმერული ფირი.
რისთვის გამოიყენება?
განკუთვნილია შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის.
შენახვის პირობები:
პროდუქციის რულონები უნდა ინახებოდეს დახურულ, მშრალ შენობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში.
გამოყენების არეალისა და დამცავი შრეების მიხედვით იწარმოება ტექნოელასტის ორი ტიპი:
ტექნოელასტი „კ“ – მსხვილმარცვლოვანი, ცალი მხრიდან დამცავი ქვიშის საფარით და მეორე მხრიდან პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის მეორე ფენად, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მზისგან დაცვას.
ტექნოელასტი „პ“ – ორივე მხრიდან დაფარული პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის პირველ ფენად სამშენებლო სტრუქტურების (საძირკვლები, გვირაბები, სახურავები) მრავალშრიან ჰიდროსაიზოლაციო სისტემებში.
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მოცემული ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
შეფუთვა:
პროდუქციის რულონები დალაგებულია პალეტებზე, შეფუთულია თერმოგამძლე თეთრი ფირით.
სამუშაოთა წარმოება:
კომპანია „ტექნონიკოლის“ სახელმძღვანელოს შესაბამისად, სახურავების პროექტირებისა და მოწყობისათვის ბიტუმის პროდუქციის გამოყენებით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში СП 131.13330 სტანდარტის შესაბამისად.