რა არის?
ლინოკრომი რულონური ჰიდროიზოლაციაა, რომლის დატანა ხდება დადუღების მეთოდით. იგი მიიღება მინაქსოვილოვან (მინის ქსოვილი, მინის ქეჩა) საფუძველზე ორმხრივი ბიტუმისა და დამცავი შრეების დატანით. დამცავ შრეებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსხვილმარცვლოვანი ან წვრილმარცვლოვანი ქვიშა და დამცავი პოლიმერული ფირი.
გამოყენების არეალისა და დამცავი შრეების მიხედვით იწარმოება ლინოკრომის ორი ტიპი:
ლინოკრომი „კ“ – მსხვილმარცვლოვანი, ცალი მხრიდან დამცავი ქვიშის საფარით და მეორე მხრიდან პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის მეორე ფენად, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მზისგან დაცვას.
ლინოკრომი „პ“ – ორივე მხრიდან დაფარული პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის პირველ ფენად.
რისთვის გამოიყენება?
განკუთვნილია შენობა-ნაგებობის და სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის.
შენახვის პირობები:
პროდუქციის რულონები უნდა ინახებოდეს დახურულ, მშრალ შენობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ერთ წყებად სიმაღლეში
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მოცემული ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
შეფუთვა:
პროდუქციის რულონები განლაგებულია პალეტებზე, შეფუთულია თერმოგამძლე თეთრი ფირით.
სამუშაოთა წარმოება:
კომპანია „ტექნონიკოლის“ სახელმძღვანელოს შესაბამისად: „სახურავების პროექტირებისა და მოწყობისათვის ბიტუმის პროდუქციის გამოყენებით“. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში СНиП 23-01 შესაბამისად.