ჰიდროიზოლაცია

მასტერსილ 550

აკრილ მოდიფიცირებული, ელასტიური ჰიდროსაიზოლაციო საფარი

 

მასტერსილ 550 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.

15კგ ფხვნილი Part A

5კგ სითხე Part B

იწარმოება ორ სტანდარტულ ფერში: თეთრი და ნაცრისფერი.

შენახვის ვადა 6 თვე, ორიგინალ გაუხსნელ შეფუთვაში, შიდა დასაწყობების შემთხვევაში. არ საწყობდება პირდაპირი მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექბის ზემოქმედების ქვეშ.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერსილ 550 წარმოადგენს ორ კომპონენტიან, აკრილ მოდიფიცირებულ ცემენტოვან ჰიდროიზოლაციას, რომლის აპლიკაციაც ხდება ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით. გამოიყენება ბეტონის, ქვის და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის.

მასტერსილ 550 ქმნის ეფექტურ ბარიერს გრუნტში არსებული მარილებისა და გაზების წინააღმდეგ. თხევადად აპლიკაციის შემთხვევაში, მასტერსილ 550 ქმნის ძნელად ცვეთად, უხილავ, ჰიდროსაიზოლაციო მემბრანას სახურავებისა და საძირკველბისათვის.

გამოყენების არეალი:

  • ბეტონის ზედაპირის გასასწორებლად
  • ჰიდროიზოლაცად წყლის შემაკავებელი ბეტონის კონსტრუქციებში
  • ზღვის წყლის წყალსადენების ჰიდროსაიზოლაციოდ
  • საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ
  • სველი წერტილების და სველი ჭიმების ჰიდროსაიზოლაციოდ
  • მარმარილოსა და გრანიტის წარმოების პროცესში, დანამატად
  • ბეტონის ზედაპირის კარბონიზაციისაგან დასაცავად

უპირატესობები:

  • კარბონაციისგან დაცვა – 1 მმ-იანი სისქის საფარი უზრუნველყოფს, 80 სმ-იანი ბეტონის ექვივალენტ ანტი კარბონიზაციას
  • ჰიდროიზოლაცია – ხელსაყრელია შიდა და გარე ჰიდროიზოლაციისათვის
  • იდეალური ადგეზია – კარგად ეჭიდება ფოროვან და არაფოროვან ზედაპირებს
  • ელასტიურობა – ადვილად უმკლავდება ბეტონის კონსტრუქციის თერმულ მოძრაობას/გაფართოებას
  • ვარგისია სასმელი წყლის სტრუქტურებისათვის – შესაძლოა გამოყენებულ იქნას სასმელი წყლის წყალსაცავებისათვის
  • სველ ბეტონზე აპლიკაცია – შესაძლებელია აპლიკაცია ბეტონის ჩასხმიდან 24 საათის შემდგომ

სტანდარტები:

BS 1881 ნაწილი 208: 1996 – I.S.A.T

WRAS – “სასმელ წყალთან გამოყენების ვარგისიანოვა” – BS 6920: 200

BS 476: ნაწილი 6: 1989

DIN 1048 ტესტი წყლის პენეტრირებაზე

დანახარჯი:

1 მმ სისქის შრეზე, 1,94 კგ/მ2-ზე.

სიმკვირვე 1940 კგ/მ3
საწყისი ზედაპირი >95% შემცირება
ტოქსიკურობა არატოქსიკური - გამოსადეგი სასმელი წყლისათვის
ქლორის იონების დიფუზია არ იზომება ტესტირების 24 თვის შემდგომ
ელასტიურობა >5% ადგეზიის გარეშე
ორთქლგამტარობა SD < 1.5მ
VOC შემადგენლობა 0,5 გრ/ლიტრი
წყლის პენეტრირება DIN (1048) 7 ატმოსფერომდე - წყალგაუმტარი
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

პოლიმერული ჰიდროიზოლაცია BASF
PVC, FPO, TPO გეომემბრანები
ჰიდროიზოლაცია

you're currently offline