ბეტონის ჭიმის გამაძლიერებელი დანამატი – Weber Latex

ბეტონის ჭიმის გამაძლიერებელი დანამატი Weber Latex წარმოადგენს სპეციალურ პოლიმერულ დანამატს, რომელიც ემატება ცემენტურ ნარევებს ადჰეზიის, ელასტიურობის და წყალგაუმტარობის გასაუმჯობესებლად.

ბეტონოკონტაქტი – Weber Prim BT-Max

 ბეტონოკონტაქტი - Weber Prim BT-Max არის აკრილის დისპერსიის ბაზაზე დამზადებული ბეტონის პრაიმერი შემავსებლით, რომელიც აუმჯობესებს ადჰეზიას და ამცირებს წყლის შეწოვას.

ბიტუმის პრაიმერი – Weber Prim Bitum

ბიტუმის პრაიმერი - Weber Prim Bitum არის  ბიტუმოვანი ემულსიის ბაზაზე დამზადებული პრაიმერი. Weber Prim Bitum გამოიყენება როგორც პრაიმერი ბიტუმოვანი თხევადი და რულონური ჰიდროიზოლაციის სისტემების წინ. იგი აუმჯობესებს გადაბმას და ქმნის ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო, გამხსნელის გარეშე მოსამზადებელ ფენას.

ბიტუმოვანი პრაიმერი (გრუნტი) – Weber Prim 500 HBF

ბიტუმოვანი პრაიმერი ჰიდროიზოლაციის სისტემებისთვის Weber Prim 500 HBF გამოიყენება ბიტუმოვანი და პოლიურეთანის სისტემების წინ როგორც ადჰეზიის გამაძლიერებელი პრაიმერი.

ბიტუმოვანი ჰიდროიზოლაცია – Weber Dry Bitum 1K

ბიტუმოვანი ჰიდროიზოლაცა - Weber Dry Bitum 1K არის ერთკომპონენტიანი ბიტუმოვანი ჰიდროიზოლაცია რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა კონსტრუქციებზე, საძირკვლებზე და ბეტონის ელემენტებზე.

გეოტექსტილი – Weber Geokece

გეოტექსტილი Weber Geokece არის არაქსოვილი პოლიესტერის არმირების გეოტექსტილი. გეოტექსტილი Weber Geokece გამოიყენება პოლიურეთანის და ბიტუმოვანი სისტემების არმირებისთვის.

გერმეტიკი – Weber HP 3A

გერმეტიკი - Weber HP 3A არის ჰიბრიდული პოლიმერის საფუძველზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, მაღალი მოდულის ელასტიური ჰერმეტიკი და წებო, განკუთვნილი დილატაციური და კონსტრუქციული შეერთებების ჰერმეტიზაციისთვის.

გერმეტიკი – Weber PU 2A

Weber PU 2A არის ერთკომპონენტიანი პოლიურეთანის ბაზაზე დამზადებული ელასტიური ჰერმეტიკი, რომელიც გამოიყენება დილატაციური და კონსტრუქციული შეერთებებისთვის.

ეპოქსიდის წებო – Weber Ep Bond

ეპოქსიდის წებო - Weber Ep Bond არის ეპოქსიდური შემაკავშირებელი ხიდი ძველ და ახალ ბეტონს შორის, გამოიყენება ახალი ბეტონის ძველ ბეტონთან ანკერირებისა და ადჰეზიის გასაძლიერებლად.

ეპოქსიდის წებო – Weber Tec 793

ეპოქსიდის წებო - Weber Tec 793 წარმოადგენს ორკომპონენტიან ეპოქსიდურ ფისზე დაფუძნებულ მასალას, რომელიც გამოიყენება სტრუქტურული ელემენტების ფიქსაციისა და ანკერირებისათვის.

ეპოქსიდური პრაიმერი (გრუნტი) Weber Prim 500 P

ეპოქსიდური პრაიმერი (გრუნტი) - Weber Prim 500 P არის წყალზე დაფუძნებული პრაიმერი შთანთქმელი ზედაპირებისთვის. გამოიყენება ცემენტურ ზედაპირებზე ჰიდროიზოლაციის სისტემის წინ.

ეპოქსიდური პრაიმერი/გრუნტი – Weber Prim EP 2K

ეპოქსიდური პრაიმერი - Weber Prim EP 2K არის წყალზე დაფუძნებული ორკომპონენტიანი ეპოქსიდური პრაიმერი, გამოიყენება პოლიურეთანის ჰიდროიზოლაციის წინ როგორც მაღალეფექტური პრაიმერი როგორც შთანთქმელ, ისე არაშთანთქმელ ზედაპირებზე.