გაყიდული საქონელი დაბრუნებას/შეცვლას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქონელი ნივთობრივად ნაკლიანია.
ნივთობრივად უნაკლო საქონლის დაბრუნება/შეცვლა დამოკიდებულია გამყიდველის კეთილ ნებაზე და დაბრუნება/შეცვლა მოხდება გამყიდველის შეხედულებისამებრ. ნივთობრივად უნაკლო საქონლის დაბრუნების შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს დაუბრუნებს საქონლის ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი 20% ჩაითვლება ზიანის ანაზღაურებისა და საოპერაციო ხარჯების ანგარიშში, შესაბამისად არ დაექვემდებარება დაბრუნებას.
გამყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას ნივთობრივად უნაკლო საქონლის დაბრუნებაზე/შეცვლაზე დამატებითი დასაბუთების გარეშე. დაბრუნებას/შეცვლას არცერთ შემთხვევაში არ დაექვემდებარება ნივთობრივად უნაკლო, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საქონელი.
ნივთობრივად ნაკლიანი საქონლის შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია დააბრუნოს/შეცვალოს საქონელი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში (გარდა ისეთი ნაკლისა, რომლის აღმოჩენაც შეუძლებელი იყო საქონლის მიღებისას). დაბრუნებული საქონლის ღირებულება ანაზღაურდება სრულად, საქონლის დაბრუნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.