პროდუქტის აღწერა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი W20, არის 20მმ-იანი სიმაღლის ღარის მქონე პროფილირებული სახურავი, რომლის ზედაპირი დაფარულია მოთუთიების ფენითა და მატი საღებავით. თუნუქის ნედლეული მზადდება ჩინეთში, ხოლო დაპროფილება იწარმოება საქართველოში.
გამოყენების არეალი:
- ქანობიანი გადახურვა
- მანსარდული გადახურვა
- კერძო და სამოქალაქო მშენებლობა
- სკოლების, ბაღების და სამედიცინო დაწესებულებების გადახურვა
ტექნიკური მახასიათებლები:
პროფილი | პროფნასტილი W20 |
სრული სიგანე (მმ) | 1140 |
სამუშაო სიგანე (მმ) | 1100 |
მაქსიმალური სიგრძე (მმ) | 32000 |
პროფილის სიმაღლე (მმ) | 20 |
ფერი | RAL 7024 (ნაცრისფერი) |
სისქე (მმ) | 0.45 |
ზედაპირის დაფარვა | მატი |
ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
უპირატესობები:
- ექსპლუატაციის ვადა 20 წელი.
- ფერების მრავალფეროვნება
- დამზადების უმოკლესი დრო
დანახარჯი:
პროფილირებულ თუნუქის სახურავს გააჩნია არასტანდარტული დანახარჯი, მისი დაანგარიშება ხდება სახურავის აპლიკატორის მიერ.
შენახვა:
პროფილირებული თუნუქის სახურავი უნდა დასაწყობდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ, ატმოსფერული ნალექისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ საწყობში.
* ევროპული სტანდარტის წარმოება „ჯი არ სი“-სგან.