პროდუქტის აღწერა:
თუნუქის სახურავი მეტალოკრამიტი, წარმოადგენს მოთუთიების ფენითა და პოლიესტერის (პრიალა) საღებავით დაფარულ მეტალის ფურცელს, რომლის ნედლეული მზადდება კორეაში, ხოლო დაპროფილება იწარმოება ფინურ დანადგარებზე საქართველოში.
გამოყენების არეალი:
- ქანობიანი გადახურვა
- მანსარდული გადახურვა
- კერძო და სამოქალაქო მშენებლობა
- სკოლების, ბაღების და სამედიცინო დაწესებულებების გადახურვა
ტექნიკური მახასიათებლები:
პროფილი | მეტალოკრამიტი |
სრული სიგანე (მმ) | 1180 |
სამუშაო სიგანე (მმ) | 1100 |
ბიჯის სიგრძე (მმ) | 350 |
მაქსიმალური სიგრძე (მმ) | 8000 |
პროფილის სიმაღლე (მმ) | 15 |
ფერი | RAL 6005; (მწვანე) |
სისქე (მმ) | 0.45 |
ზედაპირის დაფარვა | პრიალა |
ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა | კორეა |
უპირატესობები:
- ექსპლუატაციის ვადა 40 წელი
- Twin Lock ™ – ორმაგი ჩამკეტის სისტემა, გარანტირებული დაცვა გაჟონვისგან
- დამზადების უმოკლესი დრო
დანახარჯი:
მეტალოკრამიტის ფორმის თუნუქის სახურავს გააჩნია არასტანდარტული დანახარჯი, მისი დაანგარიშება ხდება სახურავის აპლიკატორის მიერ.
შენახვა:
მეტალოკრამიტის ფორმის თუნუქის სახურავი უნდა დასაწყობდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მშრალ, ატმოსფერული ნალექისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ საწყობში.
* ევროპული სტანდარტის წარმოება „ჯი არ სი“-სგან.