რა არის?
ბიტუმის პრაიმერი № 01 სპეციალურ ორგანულ გამხსნელებში გახსნილი ნავთობის ბიტუმებია. ხასიათდება მაღალი შეღწევადობით და შრობის მცირე დროით.
რისთვის გამოიყენება?
პრაიმერი გამოიყენება საიზოლაციო ზედაპირების (ბეტონის ფილა. ქვიშაცემენტის მოჭიმვა და ა.შ.) შესამზადებლად, მასზე დადუღებადი ან წებვადი ბიტუმის მემბრანებით იზოლაციის მოწყობამდე. დანახარჯი 0,25-0,35 ლიტრი/მ2
ტრანსპორტირება:
მასტიკის ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი ტიპის დახურული სატრანსპორტო საშუალებით. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ადვილად აალებადი მასალების ტრანსპორტირების რეგულაციები.
შეფუთვა:
მეტალის ევროსათლები 10ლიტრი/20ლიტრი
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და მზისაგან დაცულ სათავსოში -200C-დან +300C-მდე ტემპერატურაზე. შენახვის საგარანტიო პერიოდი – 18 თვე.
სამუშაოთა წარმოება:
სახელმძღვანელოების – „ბიტუმ-პოლიმერული მატერიალებით სახურავების პროექტირება და რედაქტირება“, „სახელმძღვანელო მიწისქვეშა კონსტრუქციების ჰიდროიზოლაცია“ – შესაბამისად.
გამოიყენება -200C-დან +400C-მდე ტემპერატურაზე. +50C-ზე და ქვევით აუცილებელია, პროდუქცია შევინახოთ თბილ შენობაში სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.
პრაიმერის შრობის დრო სტანდარტულ სამუშაო პირობებში არ აღემატება 12 საათს.
არ შეიძლება გამოყენება ცეცხლის წყაროსთან ახლოს. აუცილებელია, სამუშაოები იწარმოებოდეს კარგად განიავებულ შენობებში.
მახასიათებლის დასახელება |
განზ. ერთ |
კრიტერიუმი |
მნიშვნელობა |
ტესტირების მეთოდი |
აორთქლებადი ნივთიერებები | % | ფარგლებში | 45-55 | ISO 3251:2008 |
შრობის დრო | სთ | არაუმეტეს | 12 | ГОСТ 19007-73 |
დარბილების ტემპერატურა | °C | არაუმეტეს | 70 | ГОСТ 32054-2013 |
სიბლანტე | °C | ფარგლებში | 15-40 | ГОСТ 8420-74 |