რა არის?
მასტერპოზზოლით 530 წყლის შემამცირებელი/პლასტიფიკატორი ბეტონის დანამატია მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე, რომელიც ზრდის ბეტონის სამუშაოთა შესრულების ხარისხსა და მექანიკურ მახასიათებლებს (საწყისი სიმტკიცე) ნებისმიერ გარემო პირობებში, წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე.
შეფუთვა:
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
- არმირებული ბეტონის წარმოებაში, მსუბუქი და საშუალო წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში
- ყველა ტიპის ბეტონში, სადაც დენადი კონსისტენცია მოითხოვება
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +30 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით, ამცირებს წყლის რაოდენობას 12%-ით
- დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით, ზრდის ბეტონის საბოლოო სიმტკიცეს
- უზრუნველყოფს წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირებას და, ამავდროულად, ტუმბოთი და მექანიკურად ჩასხმისათვის ბეტონს უფრო დენადს ხდის
- უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას ცემენტის მცირე წილის მქონე ბეტონში
- უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცეს, გამძლეობას და დაბალ შეღწევადობას წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე
- ზრდის სამუშაოთა შესრულების ხარისხს და ამცირებს სეგრეგაციის რისკს
- ყალიბში ჩასხმისას იძლევა გლუვ ზედაპირს სეგრეგაციის გარეშე
- მკვრივი ბეტონის აპლიკაციისას უზრუნველყოფს ბეტონის ჯდომას ნაკლები ვიბრაციის პირობებშიც კი
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
- თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად (მასტერროკ FIB SP 530/540/550)
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი): მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს სწრაფი აორთქლებისაგან იცავს
- თავსებადია მასტერრეობილდ 310-თან ერთად გამოსაყენებლად, რათა გაიზარდოს ბეტონის კონუსი ჯდომა (სლამპი)
დანახარჯი:
მასტერპოზზოლით 530-ის რეკომენდებული დოზირება არის 0.6-1.2კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.). ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები: | |
შემადგენლობა | მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატი |
ფერი | ყავისფერი |
სიმკვრივე | 1.071-1.131 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <10 |