რა არის?
მასტერეირ 200 ჰაერშემყვანი ბეტონის დანამატია, რომელიც ბეტონის ნაზავში ჰაერის შეყვანის ხარჯზე ქმნის მუდმივ, მცირე ჰაერის ნაწილაკებს და აძლიერებს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
შეფუთვა:
30კგ ქილა
220კგ კასრი
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- ბეტონებში, რომლებიც განიცდიან ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
- ტუმბოთი და მექანიკურად დასასხმელი მზა ბეტონის წარმოებისთვის
- არმირებული მსუბუქი და საშუალო წონის ბეტონის წარმოებისთვის
- საგზაო ბეტონის წარმოებისთვის
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- ოპტიმალურად გაუმჯობესებული ჰაერშეყვანის ფუნქცია, აძლიერებს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
- უზრუნველყოფს ოპტიმალურად განაწილებულ ფოროვნებას მშრალ ბეტონში
- უზრუნველყოფს მედეგობას და დაბალ შეღწევადობას შემცირებული წყალ/ცემენტის პროპორციის ხარჯზე
- ამცირებს სეგრეგაციას
- აძლიერებს ბეტონის პლასტიკურობას და ამცირებს სეგრეგაციას დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
- თავსებადია მასტერგლენიუმის, მასტერრეობილდის და მასტერპოზზოლითის სერიის დანამატებთან
- თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია, გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რაც ბეტონში არსებულ სინესტეს სწრაფი აორთქლებისაგან იცავს.
დანახარჯი:
მასტერეირ 200-ის რეკომენდებული დოზირებაა 0.09-0.2კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები | |
შემადგენლობა | ზის სპირტი და ამონიუმის მარილი |
ფერი | ბაცი ყავისფერი |
სიმკვრივე | 0.98-1.02 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <10 |