რა არის?
მასტერტაილ WP 666 წარმოადგენს აკრილ-ცემენტის ფუძეზე დამზადებულ ორკომპონენტიან ჰიდროსაიზოლაციო მასალას, რომელიც გამოიყენება ბეტონის და სხვა ცემენტოვანი ფუძის კონსტრუქციების ჰიდროსაიზოლაციოდ, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მხრიდან.
შეესაბამება EN 1504-2 სტანდარტს
შეესაბამება EN 14891 სტანდარტს
რისთვის გამოიყენება?
- შიდა და გარე ზედაპირებზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისათვის
- ჰიდროიზოლაციისთვის წყლის შემაკავებელი ბეტონის კონსტრუქციებში
- საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ტერასების ჰიდროსაიზოლაციოდ
- სველი წერტილების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ოლიმპიური საცურაო აუზების ჰიდროსაიზოლაციოდ
- წყლის რეზერვუარების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ზღვის წყლის წყალსადენების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ბეტონის ზედაპირის დაცვა კარბონაციისა და ქლორისაგან
- საუნები, სპა, ჰამამი
შეფუთვა:
მასტერტაილ WP 666 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
20 კგ ფხვნილი, პოლიეთილენით არმირებული ტომარა Part A
10 კგ სითხე, სათლი Part B
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. მასტერტაილ WP 666 იყინება 0 OС-ზე დაბალ ტემპერატურაზე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვაში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
უპირატესობები:
- ბზარების გადაფარვის უნარი, მაღალი ელასტიკურობის ხარჯზე
- უნაკერო, უშრეო, მუდმივი ორთქლ- და ჰიდროიზოლაცია
- ორთქლგაუმტარი
- მეტად ცვეთაგამძლე
- კარბონის დიოქსიდისა და ქლორის იონებისადმი მედეგი
- მაღალი შეჭიდება ზედაპირზე
- მარტივი და სწრაფი აპლიკაცია
- ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგი
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა
- ქმნის წყალ და ორთქლგაუმტარ შრეს, რომელზეც იდეალურად ეწყობა ტერასული ფილა.
დანახარჯი:
პირველი ფენა: 1,2 კგ/მ2 ნაზავი
მეორე ფენა: 1,0 კგ/მ2 ნაზავი
მესამე ფენა: 1,0 კგ/მ2 ნაზავი
შემადგენლობა |
|
მასტერტაილ WP 666 Part A | მინერალური შემავსებელი, პოლიმერული დანამატები და სპეცცემენტი |
მასტერტაილ WP 666 Part B | კოპოლიმერული აკრილი |
ფერი | მომწვანო ნაცრისფერი |
შეჭიდება ზედაპირთან | ≥ 1,0 ნ/მმ2 |
წყლის შეღწევადობა | 7 ატმოსფერო პოზიტიური |
კაპილარული შეწოვა | ≤0,1 გრ (4 საათის შემდგომ) |
აპლიკაციის ტემპერატურა | +5 °C +30 °C |
სამუშაო ტემპერატურა | -20 °C +80 °C |
ზედაპირული შრობის დრო | 3-5 წუთი |
გამოყენების დრო | 2 საათი |