რა არის?
უნიფლექსი – წარმოადგენს ბიტუმ-პოლიმერულ რულონურ ჰიდროიზოლაციას, რომლის დატანაც ხდება დადუღების მეთოდით. იგი მიიღება მინაქსოვილის ან პოლიესტერის საფუძველზე ორმხრივი ბიტუმ-პოლიმერული SBS (სტიროლ-ბუტადიენ-სტიროლი) შემავსებლისა და დამცავი შრეების დატანით. დამცავი შრეებად გამოყენებულ შეიძლება იქნეს მსხვილმარცვლოვანი ან წვრილმარცვლოვანი ქვიშა, ფოლგა და დამცავი პოლიმერული ფირი.
გამოყენების არეალისა და დამცავი შრეების მიხედვით იწარმოება „უნიფლექსის“ ორი ტიპი:
უნიფლექსი „კ“ – მსხვილმარცვლოვანი, ცალი მხრიდან დამცავი ქვიშის საფარით და მეორე მხრიდან პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის მეორე ფენად, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მზისგან დაცვას.
უნიფლექსი „პ“ – ორივე მხრიდან დაფარული პოლიმერული ფირით. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის პირველ ფენად მრავალშრიან ჰიდროსაიზოლაციო სისტემაში.
რისთვის გამოიყენება?
განკუთვნილია შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის.
შენახვის პირობები:
პროდუქციის რულონები უნდა ინახებოდეს დახურულ, მშრალ შენობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ერთ წყებად სიმაღლეში.
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მოცემული ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
შეფუთვა:
პროდუქციის რულონები განლაგებულია პანელებზე, შეფუთულია თერმოგამძლე თეთრი ფირით.
სამუშაოთა წარმოება:
კომპანია „ტექნონიკოლის“ სახელმძღვანელოს შესაბამისად, სახურავების პროექტირებისა და მოწყობისათვის ბიტუმის პროდუქციის გამოყენებით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში СНиП 23-01 შესაბამისად.