რა არის?
ტექნოელასტ მოსტი (ტოლი) – წარმოადგენს ბიტუმ-პოლიმერულ რულონურ ჰიდროიზოლაციას, რომლის დატანაც ხდება დადუღების მეთოდით. იგი მიიღება პოლიესტერის საფუძველზე ორმხრივი ბიტუმ-პოლიმერული SBS (სტიროლ-ბუტადიენ-სტიროლი ტექნოელასტ მოსტ „ბ“-ის წარმოება) ან APO (ალფა პოლიოლეფინი ტექნოელასტ მოსტ „ს“-ის წარმოება) შემავსებლისა და დამცავი მინერალური (ტალკი, დოლომიტი და ა.შ.) შრეების დატანით. დამცავ შრეებად გამოყენებულ შეიძლება იქნეს წვრილმარცვლოვანი ქვიშა ან/და დამცავი პოლიმერული ფირი.
ტექნოელასტ მოსტი
რისთვის გამოიყენება?
ტექნოელასტ მოსტი „ბ“ – ხიდების რკინაბეტონის სავალი ნაწილის ჰიდროიზოლაცია, სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაცია.
ტექნოელასტ მოსტი „ს“ – დამცავი/საადჰეზიო შრის მოწყობა, ხიდების მეტალის ორთოტროპულ ფილაზე. ხიდების რკინაბეტონის სავალი ნაწილის ჰიდროიზოლაცია, მასზე შემდგომი ასფალტის (ტემპერატურით 230oC.) შრის მოწყობისას,
შენახვის პირობები:
პროდუქციის რულონები უნდა ინახებოდეს დახურულ, მშრალ შენობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ერთ წყებად, ვერტიკალურად.
ტრანსპორტირება:
ტრანსპორტირება ხორციელდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მოცემული ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამუშაოთა წარმოება:
კომპანია „ტექნონიკოლის“ რეკომენდაციის შესაბამისად, ხიდების კონსტრუქციის ჰიდროიზოლაცია ბიტუმ-პოლიმერული მემბრანა „ტექნოელასტ მოსტი“-ს გამოყენებით“: ტოლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში СНиП 23-01 შესაბამისად.