კომპანიის შესახებ:
შპს „ჯი-არ-სი“ – 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნესსექტორში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის უპირველესი პრიორიტეტებია ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა, რაც, მთლიანობაში, მის წარმატებას განაპირობებს.
გუნდი, რომელიც კომპანიის წინსვლის საფუძველია, კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან შედგება. „ჯი-არ-სი“ ყოველთვის მზად არის, თავის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე კადრები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.