პროდუქტის აღწერა:
VELUX CABRIO® GDL არის სახურავის აივან-ფანჯარა, რომელიც შედგება ზედა და ქვედა სექციებისგან. რამდენიმე წამში შესაძლებელია ფანჯრის აივნად გადაქცევა. ზედა სექცია ფიქსირდება ნებისმიერ პოზიციაზე 45°-იანი კუთხით. ფანჯარა იმართება ჩარჩოს ქვედა ნაწილში არსებული სახელურით. სავენტილაციო კლაპანის მეშვეობით ხდება ოთახში სუფთა ჰაერის ცირკულაცია ფანჯრის დახურულ მდგომარეობაშიც. ქვედა სექცია იხსნება სახელურის მეშვეობით. ინტეგრირებული მოაჯირები ავტომატურად სრიალებს და ფიქსირდება ვერტიკალურ მდგომარეობაში.
გამოყენების არეალი:
მონტაჟდება თითქმის ყველა ტიპის სახურავზე, რომლის ქანობიც არის 35 ° – 53 °
უპირატესობები:
- ესთეტიკური, თანამედროვე დიზაინი
- ეკონომია გათბობასა და გაგრილებაზე – 3x მინაპაკეტი
- სახურავის ფანჯარას წამიერად აქცევს აივნად !
ტექნიკური მახასიათებლები:
| ზომა / სმ | 114 x 252 |
| ზედა სექციის ზომა / სმ | 114 x 160 |
| ქვედა სექციის ზომა / სმ | 114 x 92 |
| მასალა | ფიჭვი / ალუმინი |
| მინაპაკეტი | სამმაგი, არგონის აირით |
| მინა | 4 მმ / ნაწრთობი |
| მონტაჟის ქანობი | 35 ° – 53 ° |
| ქვეყანა | დანია |




