პროდუქტის აღწერა:
აკრილ-ცემენტის კრისტალური ჰიდროიზოლაცია – Weber Dry 2K CRS – არის ცემენტზე დაფუძნებული, ორკომპონენტიანი კრისტალიზებული ჰიდროიზოლაცია.
პოლიმერული ემულსიით მოდიფიცირებული, ცემენტური ორკომპონენტიანი ჰიდროიზოლაცია, რომელიც მდგრადია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი წყლის წნევის მიმართ.
მასალა ასევე მდგრადია სულფატების, ქლორისა და ქიმიური ზემოქმედების მიმართ და გამოიყენება სასმელი წყლის რეზერვუარებშიც.
გამოყენების სფერო:
- წყლის ავზები და მარილიანი აუზები
- საძირკვლები და სარდაფის კედლები
- აივნები, აბაზანები, სამზარეულოები
- პირადი საცურაო აუზები
უპირატესობები:
- დადებითი და უარყოფითი წნევისადმი მდგრადობა
- კაპილარული ფორების კრისტალიზაცია
- სასმელ წყალთან თავსებადობა
- მარტივი დატანა ფუნჯით ან გლესერით
ტექნიკური მახასიათებლები:
- მოხმარება: 3 კგ/მ² (2 მმ სისქეზე)
- შერევა: 25 კგ ფხვნილი + 2 კგ სითხე + 5.5–6.0 კგ წყალი
- ფენების რაოდენობა: მინ. 2
- ფენებს შორის შუალედი: მინ. 6 საათი
ტექნიკური მონაცემების ფურცელი იხილეთ MSDS გვერდზე.

