Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

არმატურა

არმატურა არის ფოლადის ღეროვანი პროფილი, რომელიც კონსტრუქციული მოთხოვნების შესაბამისი განლაგებითა და რაოდენობით, არის განთავსებული ბეტონის  მასაში. არმატურის ძირითადი დანიშნულებაა რკინაბეტონის კონსტრუქციის წინასწარ განსაზღვრული მზიდი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

არმატურის შენადუღი ბადე

არმატურის შენადუღი მავთულ-ბადე გამოიყენება მსუბუქი და საშუალო დატვირთვის, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ბეტონის ზედაპირების არმირებისათვის. მავთულ-ბადე უზრუნველჰყოფს მსგავსი კონსტრუქციის სიმყარეს, არის პრაქტიკული სამუშაოების სწრაფად შესასრულებლად.

გამომწვარი მავთული

გამომწვარი მავთული გამოიყენება მონოლითურ მშენებლობაში, ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მოწყობის პროცესში (ე.წ. მოწვნისას) და აკისრია დამაკავშირებლის როლი.

გლინულა

გლინულა არის გლუვი ზედაპირის მქონე ლითონის ცხლად ნაგლინი მავთული.

ზოლოვანა

მასიური მეტალის ზოლი, რომელიც დამხმარე, შემკრავი ან ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად გამოიყენება.

კუთხოვანა

მეტალის კუთხოვანა თავისი ფორმიდან გამომდინარე გამოიყენება კონსტრუქციის ასაგებად და გასამაგრებლად. კუთხოვანა  არსებობს თანაბარფრთიანი და არათანაბარფრთიანი.

ლაზერული ჭრა მეტალზე – (მეტალის ლაზერული ჭრა)

ლაზერული ჭრის მომსახურება სხვადასხვა დანიშნულებით. მეტალის ლაზერული ჭრა სამშენებლო, კონსტრუქციული, ტექნიკური და დეკორატიული მიმართულებით.

ლითონის ფურცელი

ცივად და ცხლად ნაგლინი ლითონის ფურცელის გამოყენების არეალი დიდია და იგი გამოიყენება როგორც პირველადი სახით, ასევე ნახევარფაბრიკატად, რადგან მისი დაჭრით სხვადასხვა პროდუქტის მიღება შეიძლება, ვიზუალური თუ მზიდი დანიშნულებით.

მართკუთხა მილი

მართკუთხა (კვადრატული) მილების ძირითადი ფიზიკური განმასხვავებელი ნიშნებია გვერდების ზომები და მასალის კედლის სისქე. ამ ძირითადი მახასიათებლების მიხედვით ხდება კონსტრუქციული მოთხოვნების შესაბამისი მასალების შერჩევა კონკრეტული მშენებლობის ფარგლებში. გამოიყენება როგორც კონსტრუქციის ძირითადი ნაწილისთვის, ასევე მის შემკვრელადაც.

მასიური კვადრატი ფოლადის ღერო

მასიური კვადრატი ფოლადის ღერო ძირითადად გამოიყენება რკინის დეკორატიულ სამუშაოებში.

მასიური მრგვალი ფოლადის ღერო

მასიური მრგვალი ფოლადის ღერო ძირითადად გამოიყენება კონსტრუქციისა და ავეჯის წამოებაში.

მრგვალი მილი

მრგვალი მილი რამდენიმე სახისაა: სწორნაკერიანი, სპირალური და უნაკერო. კონკრეტული სახეობის მასალას თავისი უპირატესობა გააჩნია, რომლის მიხედვითაც ხდება მასალის შერჩევა პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში მრგვალი მილი გამოიყენება წყლის, გაზის და თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რომელთა სპეციფიკაციაც განსხვავებულია კონსტრუქციული მშენებლობაში გამოყენებადი მილებისაგან.