სამშენებლო ქიმია

მასტერტაილ FLX29

მასტერტაილ FLX29 (ყოფილი ულტრაფლექსი)

ერთკომპონენტიანი, მაღალი წარმადობის, მაღალი სიმტკიცის, სწრაფმოქმედი, ელასტიური წებოცემენტი,   კერამიკული და ნატურალური ქვის ფილებისათვის, პოლიმერებით მოდიფიცირებული ცემენტის ფუძეზე

15კგ პოლითილენით არმირებული ტომარა

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერტაილ FLX29 წარმოადგენს წებოცემენტს კერამიკული, გრანიტის, მარმარლოს, ბუნებრივი ქვის ფილებისა და შუშის მოზაიკისათვის, პოლიმერებით მოდიფიცირებული ცემენტის ფუძეზე, რომელიც ხასიათდება მაღალი წარმადობითა, მაღალი სტაბილურობით და იდეალური ადგეზიით ნებისმიერ ზედაპირთან.

შეესაბამება EN 12004-C2TES1 სტანდარტს.

C2 – წებოცემენტები ცემენტის ფუძეზე გაუმჯობესებული მახასიათებლებით

T – შემცირებული ჩამოცურებით

E – გახანგრძლივებული მუშა პერიოდი

S1 – დეფორმირებადი

გამოყენების არეალი:

  • შიდა და გარე სივრცეები,
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაცია
  • კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის, შუშის მოზაიკის და ნატურალური ქვის შესაწებებლად ცემენტოვან ზედაპირებზე, რომლებიც განიცდიან ტემპერატურულ ცვალებადობას,
  • კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის, შუშის მოზაიკის და ნატურალური ქვის შესაწებებლად, არაცემენტოვან ზედაპირებთან, როგორიცაა, გიფს-კარდონის ფილა, გიფსის ნალესი, თბოიზოლაციის ფილები, გაზბეტონი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალური პრაიმერის მასტერტაილ P 300 RC გამოყენება.
  • სველ წერტილებში, საცურაო აუზებში, წყლის რეზერვუარებში, ცივ საცურაო აუზებში.
  • კედლისა და იატაკის ფილებისათვის ცივ საცავებში.
  • თბილი იატაკების სისტემები.
  • კერამიკისა და გრანიტის აპლიკაცია და შეკეთების სამუშაოები შენობების ექსტერიერში და კერამიკული ფილის დასაწებებლად ძველ კერამიკულ ფილაზე.

უპირატესობები:

  • სპეციალური მსუბუქი შემავსებლების კომბინაცია, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით
  • განახევრებული დანახარჯები სხვა წებოცემენტებთან შედარებით
  • მარტივი მომზადება
  • მარტივი აპლიკაცია
  • დიდი საექსპლუატაციო ვადა
  • მედეგია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისადმი
  • ყინვა/ლღობა ციკლებისადმი მედეგი
  • არ ცურდება ვერტიკალური აპლიკაციისას

დანახარჯი:

1მმ სისქის მისაღებად საჭიროა 0.81 კგ/მ2 – ზე, წებოცემენტად გამოყენებისას.

 

შემადგენლობა მაღალი ტექნოლოგიები, სინთეტიკური დანამატები და სპეც. ცემენტი
ფერი ნაცრისფერი-თეთრი
ღუნვისადმი მედეგობა ≥ 1.00 ნ/მმ2 (28 დღე)
სამუშაო ტემპერატურა -30 OС +80 OС
აპლიკაციის ტემპერატურა +5OС +25 OС
სისქე მინიმალური/მაქსიმალური 1/15მმ
მზაობის პერიოდი 3-5 წუთი
გამოყენების პერიოდი 90 წუთი
შესაძლოა გადაადგილება ≥30 წუთი
ჩაზნექვა არა
მოძრაობის შესაძებლობა ≥20 წუთი
შესაძლებელია გავლა 24 საათი
შესაძლებელია სრულად დატვირთვა 5-10 საათი
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline