სამშენებლო ქიმია

მასტერტაილ 700 (ყოფილი ეპოფუგა)

მასტერტაილ 700 (ყოფილი ეპოფუგა)

ორკომპონენტიანი, ბაქტერიებისადმი და ქიმიკატებისადმი, მედეგი შემავსებელი გრაუთი (ფუგა) და წებოცემენტი კერამიკული ფილისათვის, ეპოქსიდის ფუძეზე

5.2 კგ (A+B) მეტალის კონტეინერი

 

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერტაილ 700 წარმოადგენს გრაუთს (ფუგას) და წებოცემენტს კერამიკული ფილისათვის, ეპოქსიდური ფისის ფუძეზე, რომელიც ადვილად ირეცხება, მარტივია აპლიკაციაში, უძლებს ქიმიკატებსა და ბაქტერიებს. გამოიყენება კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის შუშის მოზაიკის და შუშის ბრეკეტების ნაკერების ამოსავებად.

შეესაბამება EN 13888-RG და 11140 EN 12004-R2T სტანდარტებს.

გამოყენების არეალი:

  • შიდა და გარე სივრცეები,
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაცია
  • კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის, შუშის მოზაიკის და არსებული ზედაპირების ნაკერების ამოვსება
  • ლუდის, ღვინის და ქიშმისის მრეწველობა
  • სასმელებისა და ნატურალური წვენების მრეწველობა
  • რძის, ყველისა და იოგურტის მრეწველობა
  • თევზისა და ხორცის მრეწველობა
  • სამედიცინო მრეწველობა
  • სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის სამზარეულოები
  • საავადმყოფოს ლაბორატორიებში, სველ წერტილებსა და სხვა ჰიგიენურ გარემოში
  • საცურაო აუზებში
  • წყლის საწმენდ და საირიგაციო დაწესებულებებში
  • სავაჭრო ცენტრებში

უპირატესობები:

  • მედეგია ქიმიკატებისადმი, მჟავებისადმი, ტუუტეებისადმი და ზეთებისადმი
  • გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, არ წარმოქმნის სოკოს
  • მაღალი ცვეთამედეგობა
  • არ იკავებს მტვერს და არის ადვილად რეცხვადი
  • ხელსაყრელია 2-10მმ ნაკერის ამოსავსებად
  • მედეგია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისადმი
  • ყინვა/ლღობა ციკლებისადმი მედეგი
  • შესაძლებელია მისი გამოყენება სასმელ წყალთან შეხებაში

 

შემადგენლობა მასტერტაილ 700 Part A მასტერტაილ 700 Part B ეპოქსიდური ფისი ეპოქსიდის გამამყარებელი
წნევისადმი მედეგობა ≥ 45 ნ/მმ2
ღუნვისადმი მედეგობა ≥ 30 ნ/მმ2
გაგლეჯისადმი მედეგობა ≥ 2.50 ნ/მმ2
ადგეზიისადმი მედეგობა ჭრისას ≥ 2.00 ნ/მმ2
კაპილარული შეწოვა ≤0,1 გრ (240 წუთის შემდგომ)
აპლიკაციის ტემპერატურა +10OС +25 OС
სამუშაო ტემპერატურა -20 OС +80 OС
გამოყენების პერიოდი ≈45 წუთი
მოძრაობის შესაძებლობა ≥20 წუთი
ჩამოცურება არა
შესაძლებელია გავლა 24 საათი
შესაძებელია ტრანსპორტის გადაადგილება 7 დღე
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline