GRC - სამშენებლო მასალები > სამშენებლო ქიმია > ბეტონის დანამატები > მასტერსეტ AC 326B
-->
კომპანია ჯი არ სი გადავიდა დისტანციურ გაყიდვებზე, შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 20 99 00 ან ელ ფოსტით: info@grc.ge

სამშენებლო ქიმია

მასტერსეტ AC 326B

რექციის დამაჩქარებელი/პლასტიფიკატორი (ანტიფრიზი) ბეტონის დანამატი, კალციუმ ნიტრატის მარილების ფუძეზე

30კგ ქილა

250კგ კასრი

1200კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

 

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერსეტ AC 326B წარმოადგენს რექციის დამაჩქარებელ/პლასტიფიკატორს (ანტიფრიზი) ბეტონის დანამატს კალციუმ ნიტრატის მარილების ფუძეზე, რომელიც ხელსაყრელია ცივ კლიმატურ პირობებშ გამოყენებისათვის. იგი აჩქარებს ბეტონში მიმდინარე რეაქციას და ხელს უწყობს ნაადრევი სიმტკიცის აღებას, ცემენტსა და წყალს შორის რექაცის დაჩქარების ხარჯზე, განსაკუთრებით ბეტონის ჩასხმის მომენტში.

გამოყენების არეალი:

  • ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
  • როლერით დაკომპაქტებული ბეტონის ჩასხმისას
  • დუღაბებისა და ბეტონის წარმოებაში დამბების/ჰიდროელექტრო სადრგურების მშენებლობისათვის
  • ბეტონის ჩასხმისას ცივ კლიმატურ პირობებში, სადაც ნაადრევი ბეტონის სიმტკიცე კრიტიკულია
  • მზა ბეტონის ჩასხმისას
  • არმირებული ბეტონის წარმოებაში
  • მსუბუქი და საშუალო წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში

უპირატესობები:

  • ამცირებს ბეტონის ჯდომის საწყისა და საბოლოო დროს დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით
  • იცავს ბეტონს ყინვის ეფექტისაგან, საწყისი სიმტკიცის გაზრდს ხარჯზე
  • არ შეიცავს ქლორიდებს

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • თავსებადია მასტერპოზოლითისა და მასტერრეობილდის სერიის დანამატებთან
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550/650
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

 დანახარჯი:

მასტერსეტ AC 326B-ს რეკომენდირებული დოზირება არის 1.0-2.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) რათა მოხდეს რეაქციის დაჩქარება შესაბამისად TS EN 934-2 სტანდარტისა. ძალიან ცივ კლიმატურ პირობებში დოზირება შესაძლოა გაიზარდოს 5კგ-მდე ყოველ 100კგ შემკვრელზე. ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

მახასიათებლები
შემადგენლობა კალციუმ ნიტრატის მარილი
ფერი გამჭირვალე მომწვანო
სიმკვრივე 1.316-1.376 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <5
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია