სამშენებლო ქიმია

მასტერპროტექთ 330EL (ყოფილი თოროლასტიკ S)

ერთკომპონენტიანი დამცავი საფარი, ბეტონისა და ნალესი ზედაპირებისათვის, აკრილის პოლიმერების ფუძეზე

20კგ პლასტმასის სათლი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერპროთექთ 330EL წარმოადგენს, ერთკომპონენტიან დამცავ საფარს, ბეტონისა და ნალესი ზედაპირებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირის დაცვას კარბონაციის, მოყინვის და დეგრადაციისაგან, 100% აკრილ პოლიმერის ფუძეზე.

გამოყენების არეალი:

  • გარე ზედაპირებისათვის, ვერტიკალური აპლიკაციისას
  • შენობების, ვილების, ქარხნების და სასტუმროების ეხტერიერისათვის
  • ბეტონის, აგურის, ქვის კონსტრუქციების დეკორატიული დამცავი შრე

უპირატესობები:

  • იცავს ბეტონის საფარს კარბონაციისაგან
  • ბზარის გადაფარვის უნარი 0.3მმ-მდე, მინუს ტემპერატურებზეც კი
  • წარმოქმნის UV მედეგ, ელასტიურ, დეკორატიულ საფარს
  • ამცირებს არმირების კოროზიას
  • წაგრძელების კოეფიციენტი 300%
  • იძენს 98% ელასტიურობას 24 საათში

დანახარჯი:

დანახარჯის რაოდენობა დამოკიდებულია ზედაპირის სიგლუვეზე. საშალო დანახარჯი 0.56კგ/მ2-ზე ორი შრედ დატანისას.

მახასიათებლები:
შემადგენლობა გაუმჯობესებული აკრილ პოლიმერი
ფერი თეთრი
სიმკვრივე 1,4 კგ/ლიტრი
აპლიკაციის ტემპერატურა +5°C +25°C
სამუშაო ტემპერატურა -20°C +120°C
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline