სამშენებლო ქიმია

მასტერპოზზოლით 530 (ყოფილი პოზზოლით 530)

წყლის შემამცირებელი/პლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +30 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

 

პრდუქციის აღწერილობა:

მასტერპოზზოლით 530 წარმოადგენს წყლის შემამცირებელ/პლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე, რომელიც ზრდის ბეტონის სამუშაოთა შესრულების ხასრისხსა და მექანიკურ მახასიათებლებს (საწყისი სმიტკიცე), წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე.

გამოყენების არეალი:

  • ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
  • არმირებული ბეტონის წარმოებაში, მსუბუქი და საშუალო წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში
  • ყველა ტიპის ბეტონში, სადაც მოთხოვნილია დენადი კონსისტენცია

უპირატესობები:

  • ამცირებს წყლის რაოდენობას 12%-ით, ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით
  • ზრდის ბეტონის საბოლოო სიმტკიცეს, დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით
  • უზრუნველყოფს წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირებას და ამავდროულად ხდის ბეტონს უფრო დენადს ტუმბოთი და მექანიკურად ჩასხმისათვის
  • უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას მცირე ცემენტის წილის მქონე ბეტონში
  • უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცეს, გამძლეობას და დაბალ შეღწევადობას წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე
  • ზრდის სამუშაოთა შესრულების ხასრისხს და ამცირებს სეგრეგაციის რისკს
  • ყალიბში ჩასხმისას იძლევა გლუვ ზედაპირს სეგრეგაციის გარეშე
  • უზრუნველყოფს ბეტონის ჯდომას ნაკლები ვიბრაციის პირობებშიც კი, მკვრივი ბეტონის აპლიკაციისას
  • არ შეიცავს ქლორიდებს

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან
  • თავსებადია მასტერრეობილდ 310-თან ერთად გამოსაყენებლად, რათა გაიზარდოს ბეტონის კონუსი ჯდომა (სლამპი)

დანახარჯი:

მასტერპოზზოლით 530-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.6-1.2კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

მახასიათებლები:
შემადგენლობა მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატი
ფერი ყავისფერი
სიმკვრივე 1.071-1.131 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <10
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline