სამშენებლო ქიმია

მასტერკასტ 125

ადგეზიისა და წყალშეუღწევადობის გასაუმჯობესებელი ბეტონის დანამატი აკრილის ფუძეზე, დუღაბებისა და ნალესებისათვის

30კგ სათლი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

 

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერკასტ 125 წარმოადგენს  ბეტონის დანამატს, ნალესებისა და დუღაბებისათვის აკრილის ფუძეზე, რომელიც ზრდის ადგეზიისა და წყალშეუღწევადობის მახასიათებლებს.

გამოყენების არეალი:

  • შიდა და გარე ზედაპირებისათვის,
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისას
  • ნალესებში, ჭიმებში და დუღაბებში
  • ადგეზიის გამზრდელი დანამატი სარემონტო ჭიმებისათვის

უპირატესობები:

  • უზრუნველყოფს ძლიერ და გამძლე შეკავშირებას
  • აძლიერებს ადგეზიის უნარს და წყალშეუღწევადობას
  • აძლიერებს მედეგობას წყლის, ზეთის და მარლის გამხსნელებისადმი
  • აუმჯობესებს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
  • ამცირებს ზედაპირულ დაძაბულობას და ზრდის ბეტონის ელასტიურობის კოეფიციენტს
  • უზრუნველყოოფს შრობას ბზარების გარეშე
  • არ შეიცავს დანამატებს, რომებიც იწვევენ კოროზიას

დანახარჯი:

ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე და დამოკიდებული გამოყენების არეალზე.

მახასიათებლები
შემადგენლობა მოდიფიცირებული აკრილი
ფერი თეთრი
სიმკვრივე 1,08 კგ/ლიტრი
აპლიკაციის ტემპერატურა +5OС +30 OС
სამუშაო ტემპერატურა -20 OС +80 OС
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია